გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ირაკლი ღარიბაშვილმა და ესტონეთის პრეზიდენტმა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი განიხილეს

21-09-2023

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ესტონეთის პრეზიდენტს ალარ კარისს შეხვდა.


მხარეებმა განიხილეს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი, ასევე − საქართველოსა და ესტონეთს შორის მრავალწლიანი თანამშრომლობის ფართო სპექტრი.
ევროინტეგრაციაზე საუბრისას ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ქვეყნისთვის გადამწყვეტ დროს საქართველოს ესტონეთის მტკიცე მხარდაჭერის იმედი აქვს.


მან ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები მიმოიხილა. პრემიერ-მინისტრის თქმით, მთავრობამ უზრუნველყო 12 პრიორიტეტის შესრულების ღია, გამჭვირვალე და ინკლუზიური პროცესი. რეკომენდაციებზე მუშაობა დასკვნით ეტაპზეა, რასაც საქართველო ვენეციის კომისიასთან და ევროპელ პარტნიორებთან კოორდინაციით ასრულებს.


ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა ესტონეთის მიერ გაწეულ მნიშვნელოვან მხარდაჭერას ქართული ინსტიტუციების ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებასთან დაკავშირებით, რისთვისაც მან ალარ კარისს მადლობა გადაუხადა.


შეხვედრაზე მხარეებმა გამოთქვეს ორმხრივი ურთიერთობებისა და მრავალგანზომილებიანი პარტნიორობის კიდევ უფრო გაძლიერება-გაღრმავების მზაობა. ამასთანავე, მათ სხვადასხვა სფეროში არსებული თანამშრომლობის პოზიტიური დინამიკა მიმოიხილეს.


შეხვედრაზე განიხილეს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება. ირაკლი ღარიბაშვილმა ალარ კარისს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ხაზგასმით აღინიშნა ორი ქვეყნის ნაყოფიერი თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში.