5-09-2018
აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები სამეგრელოში გრძელდება. წამლობა ზუგდიდის, აბაშის, სენაკის, ხობის, მარტვილისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში ყოველდღიურად მიმდინარეობს.
სოფლებში დამონტაჟებულია „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურები, რომლისგან მიღებული მონიტორინგის შედეგები ოპერატიულად მიეწოდება ცივი შესხურების დანადგარებით აღჭურვილ სპეცტექნიკას. მონიტორინგის შედეგების საფუძველზე, წამლობა იგეგმება და ხორციელდება იმ სოფლებში, სადაც მავნებლის დიდი რაოდენობით კონცენტრაცია დაფიქსირდა.
მოსახლეობა „მოიზიდე და გაანადგურეს“ პრინციპით მიმდინარე ღონისძიებებს თავად ადევნებს თვალს და აღნიშნავს, რომ ხსებნებული მეთოდის ეფექტიანობა თვალსაჩინოა. მნიშვნელოვანია, რომ ღონისძიებებში თავადაც აქტიურად არიან ჩართულნი და ითვალისწინებენ სპეციალისტების რჩევებსა და რეკომენდაციებს.
სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები და ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბის წევრები ადგილობრივ თვითმმართველობასთან და მუნიციპალიტეტის მერიასთან კოორდინირებულად მუშაობენ.
აზიური ფაროსანას მოზამთრე ფაზის დაწყებამდე, ცივი შესხურების პარალელურად, გრძელდება სოფლის ტერიტორიების თერმული ნისლით დამუშავება.