გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

რთველი 2023 -კახეთში 107 ათასი ტონა ყურძენია გადამუშავებული

21-09-2023

21 სექტემბრის მდგომარეობით, რთველი 2023 წლის ფარგლებში, გადამუშავებულია 107 ათასი ტონა ყურძენი, აქედან, 51 ათას ტონამდე რქაწითელი, 52 ათას ტონამდე საფერავი, 2,2 ათასი ტონა კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.


მოსავალი საწარმოებს 10ათასზე მეტმა მევენახემ ჩააბარა, მათი შემოსავალი 111 მლნ ლარს აღწევს.


ამასთან ერთად, გრძელდებაკლიმატური პირობების გამო დაზიანებული ყურძნის ჩაბარება. სახელმწიფო ღვინის საწარმო შპს "მოსავლის მართვის კომპანიის"  მიერ გადამუშავებულია 16,6 ათასი ტონა დაზიანებული ყურძენი.


რთველის საკოორდინაციო შტაბში დარეგისტრირებულია400-მდე ღვინის კომპანია, ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩართული იყო უკვე 220 კომპანია.


რთველი აქტიურია კახეთის ყველა მუნიციპალიტეტში, გარდა საგარეჯოსი, რომელიც  რთველის პროცესში რამდენიმე დღეში ჩაერთვება, ყურძნის საჭირო კონდიციაში შესვლისთანავე.