გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ზაალ ანჯაფარიძე: "ევროპელი" სალომე "გრუზინულად" ქურდულ ამბავში იბარებდა და "ტისკავდა" ბანკის ვიცეპრეზიდენტობის კანდიდატს

21-09-2023

ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე, "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომელმაც ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ სებ-ის საბჭოს კანდიდატები პრეზიდენტთან დაიბარეს და მათ უართან დაკავშირებით განცხადების დაწერას სთხოვდნენ.

 

ანჯაფარიძის განცხადებით, პრეზიდენტის ეს ქმედება მიუთითებს, რომ ევროპაში დაბადება და გაზრდა ყოველთვის არ ნიშნავს ევროპელობას.

 

"ანუ "ევროპელი" სალომე "გრუზინულად" ქურდულ ამბავში იბარებდა და "ტისკავდა" ბანკის ვიცეპრეზიდენტობის კანდიდატს.

 

კიდევ ერთხელ დადასტურდა ის რომ ევროპაში დაბადება და გაზრდა ყოველთვის არ ნიშნავს ევროპელობას.

 

ჩვეულება რჯულზე უმტკიცესიაო და ასე დარჩა სალომე "მართმადიანად"," - წერს ზაალ ანჯაფარიძე Facebook-ზე.