გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

TBC ჯგუფის მთავარი ეკონომისტი: ლარმა წნეხს გაუძლო

21-09-2023

ფინანსურ ბაზარზე განვითარებული პროცესების მიუხედავად, ლარის კურსი ჯერჯერობით სტაბილურობას ინარჩუნებს. მიუხედავად იმისა, რომ ერთ დღეში ლარი თითქმით 1%-ით გაუფასურდა, TBC ჯგუფის მთავარი ეკონომისტი ოთარ ნადარაია სიტუაციას ამ მხრივ სავალალოდ არ მიიჩნევს და აცხადებს, რომ ეროვნულმა ვალუტამ წნეხს გაუძლო.


მისი თქმით, მნიშვნელოვანია ლარმა მკვეთრი რყევები არ განიცადოს, რაც ჯერჯერობით არ იგრძნობა.


,,სამწუხაროა, რომ პროფესიონალმა კადრებმა, რომლებიც წლობით მუშაობდნენ ეროვნულ ბანკში, თანამდებობა დატოვეს. მიმდინარე პროცესი გარკვეულწილად ლარზეც მოქმედებს, ყველამ ვნახეთ, რომ ეროვნულმა ვალუტამ გარკვეული ზეწოლა განიცადა, მაგრამ მასშტაბური რყევა არ არის. ვფიქრობ, საკმაოდ ბევრია რესურსი და მაკროეკონომიკურადაც, რეზერვების კუთხითაც კარგი პერიოდია, რაც სავალუტო ბაზარს სტაბილურობის შენარჩუნებაში დაეხმარება“, - აცხადებს ოთარ ნადარაია Business Insider Georgia-თან.


შეგახსენებთ, რომ ლარი დოლართან 3,38 თეთრით, ევროსთან კი 3,60 თეთრით გაუფასურდა. როგორც ცნობილია, ეროვნული ბანკის სამმა ვიცე-პრეზიდენტმა და სებ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა თანამდებობები დატოვეს.