გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

თელავი ინოვაციებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების ბანაკს უმასპინძლებს

5-09-2018

მიმდინარე წლის 8-11 სექტემბერს თელავი ინოვაციებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების ბანაკს უმასპინძლებს. 
ბანაკი თელავიდან 16-20 წლის ახალგაზრდებისთვისაა განკუთვნილი.

ოთხდღიანი ბანაკი მოიცავს სესიებს, პრაქტიკულ დავალებებსა და გუნდურ სამუშაოებს მეწარმეობის, პროფესიული განვითარების, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინოვაციების შესახებ. სასწავლო პროცესის მსვლელობისას მონაწილეები გაიცნობენ და პრაქტიკულ რჩევებს მიიღებენ ამ სფეროებში მოღვაწე პროფესიონალებისგან.

ბანაკში მონაწილეობისათვის, საჭიროა წინასწარი შესარჩევი კონკურსის გავლა. კონკურსში მონაწილეობისათვის, გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა შემდეგ ბმულზე: https://goo.gl/JQuJis 

თელავში ახალგაზრდული ბანაკი იმართება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს, თელავის მერიისა და ინოვაციების ხელშეწყობის ფონდის ორგანიზებით.