გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ახალციხის ლიკვიდირებული მუნიციპალიტეტების ბიუჯეტის ნაშთი 7 409 300 ლარია

4-12-2017

ახალციხის ორი მუნიციპალიტეტის ლიკვიდირების შემდეგ ბიუჯეტის ნაშთმა ჯამში 7 409 300 ლარი შეადგინა. ეს თანხა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას მოხმარდება.

ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ლიკვიდაციის შემდეგ, 14 ნოემბრის მდგომარეობით, ბიუჯეტში არსებულმა თანხამ 4 109 300 ლარი შეადგინა.

ახალციხის მუნიციპალიტეტის საფინანსო სამსახურის ხელმძღვანელის გელა ლომიძის განმარტებით, ამ თანხას მიმდინარე წლის ბოლომდე აითვისებენ. 4 109 300 ლარიდან 3 100 000 ლარი ინფრასტრუქტურულ პროექტებს მოხმარდება.

ახალციხის თემის ლიკვიდაციის შემდეგ დარჩენილი ნაშთი 4 943 300 ლარია. აქედან კი ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის 3 300 000 ლარი განისაზღვრა. 

„მიმდინარეობს აღებული ვალდებულებების შესრულება. კეთდება მიღება–ჩაბარებები, რის საფუძველზეც მოხდება საკასო ანაზღაურება. წლის ბოლომდე მთელი თანხა იქნება ათვისებული“, – ამბობს გელა ლომიძე.


წყარო: რადიო "ათინათი"