გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს 19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

22-09-2023

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და თბილისში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო.


სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2023 წლის 22 მარტს, თბილისში, მუხიანის დასახლებაში, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ერთ-ერთი კორპუსის ლიფტში დაზარალებულს განსაკუთრებული სისასტიკით, დანით სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი ჭრილობები მიაყენა, შემდეგ ბენზინი დაასხა და ცეცხლი წაუკიდა. მიყენებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა.


სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „მ" ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა.


თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 19 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.