გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ეკა სეფაშვილი: ეს არის პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევის უკვე მესამე შემთხვევა, პირველი, როცა მთავრობის ნებართვის გარეშე განახორციელა ვიზიტები საზღვარგარეთ, მეორე, როცა ეროვნული ბანკის პრეზიდენტს მოუწოდა გადადგომისაკენ და მესამე ახლა

23-09-2023

„აბსურდული“ და „გამაოგნებელი“ უწოდა „ხალხის ძალის“ წევრა ეკა სეფაშვილმა საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას არ მოაწეროს ხელი ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის დოკუმენტს. „მართლაც ძალიან გამაოგნებელი განცხადებაა რამდენიმე მიზეზის გამო. პირველი, დავიწყოთ იქიდან, რომ საქართველოს მოქალაქე იქნება, თუ არ იქნება ადამიანი, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ ჯაშუშობაშია მხილებული, პასუხისმგებლობისგან არ თავისუფლდება. ანუ, საქართველოს მოქალაქეობა არ არის ის თემა, რომლის გამოც ადამიანი ვერ გასამართლდება, თუ ის სხვა ქვეყნის მოქალაქეა. არ ვიცი, მე თვითონაც ავიბენი, ისე ჩახლართა ყველაფერი.

 

ერთი რამ მაინტერესებს, პრეზიდენტის ამხელა ადმინისტრაციაში, ერთი იურისტი მაინც არ იყო, ვინმეს ერჩია, რომ ეს არაფერს ნიშნავდა? მეორე, ის, როდესაც ამბობს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარეო. რომელი ინტერესებიდან გამომდინარე? ჩემი ინფორმაციით, ფარცხალაძემ უკვე მისცა ჩვენება სამართალდამცავებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან და რა სახელმწიფო ინტერესების დარღვევაზეა საუბარი? სად დაირღვა, რა შეილახა, რა უნდა დაიცვას? პრეზიდენტმა კი, უკვე მერამდენედ დაარღვია კანონი. კანონის თანახმად ფარცხალაძეს უნდა ჩამოერთვას საქართველოს მოქალაქეობა. როდესაც გამჟღავნდა ეს ინფორმაცია, სახელმწიფო სერვისების სამსახურმა პრეზიდენტს ხელმოსაწერად გადაუგზავნა დოკუმენტი და ქალბატონი პრეზიდენტი, უკვე მერამდენედ, თავს კანონზე მაღლა აყენებს და ამბობს, რომ არ მოაწერს ხელს რაღაც გაურკვეველი და გამაოგნებელი მიზეზით, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, რაც არის სრული აბსურდი. საქართველოს მოქალაქე რომ იქნება, უფრო მეტად დაისჯება, თუ რა ხდება?“ - კითხულობს ეკა სეფაშვილი.

 

მანვე აღნიშნა, რომ ეს არის პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევის უკვე მესამე შემთხვევა. „პირველი, როცა მთავრობის ნებართვის გარეშე განახორციელა ვიზიტები საზღვარგარეთ, მეორე, როცა ეროვნული ბანკის პრეზიდენტს მოუწოდა გადადგომისაკენ და მესამე ახლა. იცით რას გვეუბნება, რომ მე ვარ კანონი, ანუ კანონის უზენაესობას არ აღიარებს და იცით რა მაინტერესებს, ევროპაში რომ დადიოდა და ვითომ სტატუსს ლობირებდა, რაშიც ძალიან ეჭვი მეპარება, იქ რას ამბობდა, კანონს დავარღვევთ, კანონის უზენაესობა ქვეყანაში არ გვინდა და სტატუსი მოგვეცითო? რომელი ევროპული კრიტერიუმია კანონის და კონსტიტუციის დარღვევა. სრული აბსურდია და რატომ ჰგონია, რომ ხალხმა უნდა დაუჯეროს და ხალხისთვის ეს მოსაწონია. ფაქტიურად, გამოდის და ამბობს, რომ მე ამ ქვეყანაში კანონზეც მაღლა ვდგავარ, კონსტიტუციაზეც და მე ასე მინდა,“ - განაცხადა მან.

 

სეფაშვილის თქმით, ისინი კი, ვინც ამის გამართლებას ცდილობენ ცრუ აღქმების დანერგვით არიან დაკავებულები. ცრუ აღქმებს კი, მოკლე სიცოცხლე აქვთ და ძალიან მაინტერესებს, რამდენ საათს გაგრძელდება ეს ყველაფერი. აქედან გამომდინარე, კიდევ უფრო ცხადი გახდა, რომ მისი იმპიჩმენტი საჭიროა. უბრალოდ, ჩვენ საკმარისი ხმები არ გვაქვს, ოპოზიცია კი, არ აპირებს დარბაზში შემოსვლას. ადამიანი არღვევს კონსტიტუციას და ოპოზიცია ამბობს, რა მოხდა მერე, ევროპაში მაინც მიგვიღებენო.

 

ევროპას რომ თავი დავანებოთ, საკუთარ ქვეყანას არ სცემ პატივს, საკუთარი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის მშენებლობას არ აპირებ, შენ არ გაინტერესებს, რომ შენს ქვეყანაში კანონი იყოს დაცული და შენი მოქალაქე იყოს დაცული, შენი სახელმწიფო ინსტიტუტები რომ გამართული იყოს და არ იყოს ცალკეული პირის კეთილ ნებაზე დამოკიდებული? მარტო ევროპული ინტეგრაციის შექმნა ხომ არ არის, ეს არის ჩვენი სიამაყე, ჩვენი სახელმწიფოებრიობა. ჩვენ ვაშენებთ სახელმწიფოს, სადაც ადამიანის უფლებები არის დაცული და გვაქვს კონსტიტუცია, რომლის დარღვევა არის დანაშაული“ - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.