გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

მამუკა მდინარაძე: ვინმე რომ იქ [შოვში] ჩასულიყოო, კარგად გარუჯულმა ვაშაძემ განაცხადა, რომელსაც ფეხი არ ჩაუდგამს, თინა ბოკუჩავამ - ვიყავით მაგრამ კამერების გარეშეო, პარადოქსების ქვეყანად ვჩებით, რასაც ოპოზიცია კადრულობს

23-09-2023

ბატონმა ვაშაძემ განაცხადა, ვინმე რომ იქ [შოვში] ჩასულიყოო, ან პრემიერი, ან მედიცინის სფეროს წარმომადგენლებიო, კარგად გარუჯულმა ვაშაძემ განაცხადა, რომელსაც ფეხი არ ჩაუდგამს, თინა ბოკუჩავამ - ვიყავით მაგრამ კამერების გარეშეო. ნაცი, კამერების გარეშე, რაჭაში, ესეც პარადოქსია - ამის შესხებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

 

მისი თქმით, მართლაც პარადოქსების ქვეყანად ვჩებით ერთი მიმართულებით, რასაც ოპოზიცია კადრულობს.

 

„პირველი - ადამიანების სიცოცხლე თქვენს მთავრობას არაფრად მიაჩნიაო - განაცხადა „ნაცმოძრაობის“ ფრაქციის ხელმძღვანელმა. პარადოქსი აღარ ქვია, არ მინდა, მძიმე შეფასებები გამოვიყენო. ეს რომელი ლიგიდან არის იცით, ხაზარაძეს რომ უთქვამს გუშინ, თავი დაანებეთ ადამიანების ჯიბეებში ხელის ფათურსო.

 

გარეთ ახლა მიდის რამდენიმე კაციანი აქცია და ამ აქციის მთავარი ლოზუნგია არა რუსეთის აგენტებსო და ვინ იღებს იცით მონაწილეობას ამაში? ელენე ხოშტარიაა ამის ხელმძღვანელი, რუსეთის აგენტებს ებრძვის.

 

ბატონმა ვაშაძემ განაცხადა, ვინმე რომ იქ ჩასულიყოო, ან პრემიერი, ან სხვა ვინმეო, ან მედიცინის სფეროს წარმომადგენლებიო, კარგად გარუჯულმა ვაშაძემ განაცხადა იმხანად, რომელსაც ფეხი არ ჩაუდგამს და ამას კიდევ დამატებით პარადოქსი ბოლო წუთებში დაემატა, ადგილიდან წამოიძახა თინა ბოკუჩავამ, ვიყავით მაგრამ კამერების გარეშეო. ნაცი, კამერების გარეშე, რაჭაში, ესეც პარადოქსია, უფრო უტრირებული ამის აღმნიშვნელი არ ვიცი.

 

ჯანმრთელობის პრობლემის გამო ადამიანები რომ დაგვეღუპნენ, გულის შეტევით მაგალითად, ვაშაძემ თქვა, რომ არასწორად რომ მიდიოდა იქ სამუშაოები, ამიტომ დაიღუპნენო. რა ქვია ამას სახელი? რაც გაფიქრდებათ, ის ქვია, უკაცრავად, მე ვერ ვამბობ, უზრდელობაა.

 

შემდეგ მისმა კოლეგამ უარესი, ამაზრზენი მესიჯი დაამატა - იქ რომ სასწრაფო მდგარიყოო, სასწრაფო მხოლოდ იქ კი არ იდგა, 24 საათი, საკუთარი თვალით რაც ვნახე და ისედაც რაც ვიცი, რიგ შემთხვევებში, ვინც მოითხოვა, ჭირისუფლების, დაზარალებული ოჯახების წევრების ჭიშკართან იდგა სასწრაფოები, მორიგეობდნენ 24 საათი. არ იციან? იციან, მაგრამ ასე ლაპარაკობენ. ამის იქით რაღა უნდა იკადრონ? ამის იქით ნაკადრები აქვთ, როცა ფიზიკურად შეეძლოთ, ახლა ფსიქოლოგიური ტერორის ეს ფორმა აქვთ არჩეული“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.