გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ჯაბა სამუშიამ სვანეთის კულტურული მემკვიდრეობისადმი მიძღვნილი კონფერენცია გახსნა

23-09-2023

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ისტორიკოს აკაკი კვიციანის დაბადებიდან მე-100 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია-„სვანეთის კულტურული მემკვიდრეობა და გადარჩენის პერსპექტივები“ გაიმართა.  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ისტორიკოს აკაკი კვიციანის დაბადებიდან მე-100 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია-„სვანეთის კულტურული მემკვიდრეობა და გადარჩენის პერსპექტივები“ გაიმართა.


კონფერენციაზე, რომელზეც ვრცლად ისაუბრეს სვანეთის ისტორიულ და კულტურულ ასპექტებზე,  თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ და პროფესორმა ზვიად კვიციანმა გახსნეს.


მომხსენებლებმა ყურადღება გაამახვილეს აკაკი კვიციანის ღვაწლზე სვანეთის კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და განვითარებაში. ისაუბრეს სვანეთის მოსახლეობის ინტერდისციპლინარულ კვლევაზე, ჩვაბიანის ოთხთავზე, სვანეთის წერილობითი ძეგლების ლინგვისტურ ასპექტებზე და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე. კონფერენციის ფარგლებში, ასევე გაიმართა აკაკი კვიციანის მოღვაწეობისადმი მიძღვნილი ფილმის ჩვენება.


კონფერენციის ორგანიზატორები თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, საქართველოს საპატრიარქოს მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქია, საქართველოს ეროვნული მუზეუმის სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმი და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი გახლდნენ.