გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

თეთრიწყაროში საკალმახე მეურნეობისა და რესტორნის მფლობელი კომპანია მდინარე ალგეთის ჭალა-კალაპოტის თვითნებურ დაკავებას აგრძელებს

5-09-2018

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ადმინისტრაციული მიწერილობის შეუსრულებლობაზე ოქმი შეადგინეს. 
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ ტბისის მიმდებარედ საკალმახე მეურნეობისა და რესტორნის მფლობელმა კომპანიამ, მდინარე ალგეთის ჭალა-კალაპოტის თვითნებური დაკავება განახორციელა, რაზედაც 2018 წლის 06 აპრილს დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 48-ე მუხლის შესაბამისად, შეადგინეს ოქმი. თეთრიწყაროს რაიონულმა სასამართლომ კომპანია სამართალდამრღვევად სცნო, რის საფუძველზეც, სამართალდარღვევის აღმოფხვრა და მუხლის შესაბამისი ადმინისტრაციული სახდელი დაეკისრა.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის ივლისში ტერიტორია განმეორებით დაათვალიერეს, ვინაიდან კანონდარღვევა არ იყო აღმოფხვრილი 2018 წლის 13 ივლისს კომპანიის მიმართ გაიცა ადმინისტრაციული მიწერილობა, სამართალდარღვევის აღმოფხვრის მიზნით და განესაზღვრა გონივრული ვადა - 15 დღე.
კომპანიის მხრიდან ადმინისტრაციული მიწერილობის მოთხოვნები განსაზღვრულ გონივრულ ვადებში არ შესრულდა, ასევე, ინფორმაცია განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების თაობაზე, ქვემო ქართლის რეგიონულ სამმართველოში მიწერილობით განსაზღვრულ ვადაში, არ წარმოადგინა. შესაბამისად, 2018 წლის 29 აგვისტოს კომპანიის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგა, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 84-ე მუხლის 1-ლი და მე-4 ნაწილის შესაბამისად. 
საქმის მასალები შემდგომი განხილვის მიზნით, გადაგზავნილია რეგიონულ სასამართლოში.