გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

გორის მერმა მუნიციპალიტეტში დასრულებული სამუშაოები დაათვალიერა

5-09-2018

მეჯვრისხევის შიდა სახელმწიფოებრივი გზიდან სოფელ კვარხეთის ცენტრამდე მისასვლელი გზის 2 724 მეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დასრულდა.

შესრულებული სამუშაოები გორის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა დაათვალიერა.

„გარდა გზის რეაბილიტაციასაა, მიმდინარე წელს კვარხეთში ნაგვის ურნების განთავსებაც იგეგმება“ - აღნიშნა კონსტანტინე თავზარაშვილმა ადგილობრივ მოსახლეობასთან საუბრისას.

985 312 ლარის ღირებულების პროექტი გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით განხორციელდა.

სამუშაოები შპს „საგზაო სამშენებლო სამმართველო №1“- მა აწარმოა. პროექტი გზის კაპიტალურ შეკეთებას, ორფენიანი ასფალტის საფარის დაგებას, ახალი სანიაღვრე სისტემისა და საგზაო ნიშნების მოწყობას ითვალისწინებდა.

"გზის აღნიშნულ მონაკვეთს გასული საუკუნის 80 - იანი წლების შემდეგ რეაბილიტაცია არ ჩატარებია." -აცხადებენ გორის მერიაში.

"შიდა ქართლი"