გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ირაკლი ეძგვერაძე ნასამართლევია, მათ შორის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის. ამისთვის სასჯელსაც იხდიდა, თუმცა რამდენიმწლიანი პატიმრობის შემდეგ ის მიხეილ სააკაშვილმა შეიწყალა,მიზეზად კი ჯანმრთელობის მძიმე, უკურნებელი დაავადება დაასახელა

23-09-2023

გუშინ, გლდანში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაში რამდენჯერმე გაიჟღერა ე.წ. “კანონიერი ქურდის“, ნოდარ შუკაკიძის, იგივე „ნოდო გლდანსკის“ სახელმა. დაპირისპირების დროს დაშავდა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ირაკლი ეძგვერაძე. მისი თანაგუნდელები ირწმუნებიან, რომ ხელისუფლების დავალებით თბილისის საკრებულოს წევრს, სწორედ შუკაკიძის დაჯგუფება, პოლიტიკური მოტივით გაუსწორდა. ნიკა მელიას თქმით, მმართველი გუნდის წევრს, კოტე ზარნაძეს კავშირი აქვს კრიმინალურ „ავტორიტეტთან“.


საპირისპიროს ამტკიცებს „პრაიმტაიმის“ წყარო და ის ფოტომასალა, რომელიც ჩვენთვის გახდა ცნობილი. ირკვევა, რომ ე.წ. „კანონიერ ქურდთან “ დიდხნიანი მეგობრობა აკავშირებს თავად დაზარალებულ ირაკლი ეძგვერაძეს. რამდენიმე ფოტოში ეძგვერაძე ნოდარ შუკაკიძესთან და მის გარემოცვასთან ერთად არის გადაღებული. უფრო მეტიც, ფოტოებით ირკვევა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი გავლენიანი ე.წ. „კანონიერი ქურდის“ მეჯვარეა.


შუკაკიძის გარდა ერთ-ერთ ფოტოზე ეძგვერაძე სხვა ე.წ. „ავტორიტეტების“ გარემოცვაშიც ფიგურირებს, მათ შორის ჩანს ცნობილი სომეხი ე.წ. “კანონიერი ქურდი“ სურენ ავეტისიანი, მეტსახელად “სურო“.


წყარო: primetime.ge