23-09-2023
ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი თბილისის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრის, ირაკლი ეძგვერაძის, მეტსახელად „ჭყიპინას“, შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც, ეძგვერაძე ნასამართლევია, მათ შორის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის.
ამისთვის სასჯელსაც იხდიდა, თუმცა რამდენიმე წლიანი პატიმრობის შემდეგ ის მიხეილ სააკაშვილმა შეიწყალა, მიზეზად კი ჯანმრთელობის მძიმე, უკურნებელი დაავადება დაასახელა.
როგორც ექსპერტი აღნიშნავს, ჭყიპინა ადრე ქუჩის ბიჭი იყო, მერე კაცს ესროლა და დაიჭირეს. სააკაშვილთან გახოხდა, მას სამედიცინო ცნობაში ჩააწერინა რომ თითქოს კიბო ჰქონდა და გამოუშვეს ციხიდან, სამაგიეროდ ძმაკაცების ჩაშვება დაიწყო. აი ამ საქციელის გამო მოსდეს ყბაში.
„მე აგიხსნით ახლა მარტივად და გასაგებად, ვინ არის ნაცი ჭყიპინა და რატომ მოსდეს გუშინ თავპირში. ადრე ქუჩის ბიჭი იყო, მერე კაცს ესროლა და დაიჭირეს. მობეზრდა ციხეში ჯდომა და გაბოზება გადაწყვიტა. სააკაშვილთან გახოხდა, მას სამედიცინო ცნობაში ჩააწერინა რომ თითქოს კიბო ჰქონდა და გამოუშვეს ციხიდან, სამაგიეროდ ძმაკაცების ჩაშვება დაიწყო. აი ამ საქციელის გამო მოსდეს ყბაში. რაც შეეხება ნაცმოძრაობას, ეს პარტია რომ ჭყიპინების და კრიმინალების თავშესაფარია, ყველამ დიდი ხანია ვიცით“, - წერს ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.