გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

გია აბაშიძე გლდანში მომხდარ დაპირისპირებაზე: "ნაცმოძრაობა" ფუჭად ცდილობს "ქართული ოცნების" გუნდი კრიმინალურად წარმოაჩინოს; სააკაშვილის სექტა იყო და არის "შავი სამყაროს" "კადრებით" დაკომპლექტებული

23-09-2023

„თბილისის საკრებულოს ნაცწევრი, მეტსახელად "ჭყიპინა", ირაკლი ეძგვერაძე, რომელიც "ქართული ოცნების" პატიოსან და პროფესიონალ წარმომადგენელს, კოტე ზარნაძეს პროვოკაციებს უწყობს, ნასამართლევია. ამისთვის სასჯელსაც იხდიდა, თუმცა რამდენიმე წლიანი პატიმრობის შემდეგ ის მიხეილ სააკაშვილმა შეიწყალა, მიზეზად კი უკურნებელი დაავადება დაასახელა. აი, ესაა "ნაცების" კოლექტიური სახე“- წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.


როგორც ანალიტიკოსი აღნიშნავს, „ომისა და ღალატის პარტია "ნაციონალური მოძრაობა" ფუჭად ცდილობს "ქართული ოცნების" გუნდი წარმოაჩინოს კრიმინალურად.


„ომისა და ღალატის პარტია "ნაციონალური მოძრაობა" ფუჭად ცდილობს "ქართული ოცნების" გუნდი წარმოაჩინოს კრიმინალურად. რეალობა კი საყოველთაოდ ცნობილია - სააკაშვილის სექტა იყო და არის "შავი სამყაროს" "კადრებით" დაკომპლექტებული და "შავი ფულით" გამოკვებილი.


თბილისის საკრებულოს ნაცწევრი, მეტსახელად "ჭყიპინა", ირაკლი ეძგვერაძე, რომელიც "ქართული ოცნების" პატიოსან და პროფესიონალ წარმომადგენელს, კოტე ზარნაძეს პროვოკაციებს უწყობს, ნასამართლევია. მათ შორის, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის. ამისთვის სასჯელსაც იხდიდა, თუმცა რამდენიმწლიანი პატიმრობის შემდეგ ის მიხეილ სააკაშვილმა შეიწყალა, მიზეზად კი ჯანმრთელობის მძიმე, უკურნებელი დაავადება დაასახელა. აი, ესაა "ნაცების" კოლექტიური სახე - კრიმინალები, პროვოკატორები და უტიფარი შარლატანები“, - წერს გია აბაშიძე.