გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ზაალ ანჯაფარიძე სალომე ზურაბიშვილზე: უნიჭოდ ცდილობს კელი დეგნანის უბადრუკ იმიტირებას, როდესაც ეროვნული ბანკის კონსტიტიტუციურ გადაწყვეტილებას "რუსულს" უწოდებს

24-09-2023

უკვე დაუკრეფავში გადასული ეს ბოლომდე გაბანძებული და საკუთარი ამომრჩევლის მიერ ლეგიტიმაცია წართმეული სუბიექტი, უნიჭოდ ცდილობს კელი დეგნანის უბადრუკ იმიტირებას, როდესაც ეროვნული ბანკის კონსტიტიტუციურ გადაწყვეტილებას "რუსულს" უწოდებს - ასე აფასებს ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციის მიერ გავცელებულ განცხადებას სოციალურ ქსელში.


ანჯაფარიძის თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადება იმის დასტურია, რომ ზურაბიშვილმა გარე კურატორებისგან მითითება მიიღო.


“უკვე დაუკრეფავში გადასული ეს ბოლომდე გაბანძებული და საკუთარი ამომრჩევლის მიერ ლეგიტიმაცია წართმეული სუბიექტი, უნიჭოდ ცდილობს კელი დეგნანის უბადრუკ იმიტირებას, როდესაც ეროვნული ბანკის კონსტიტიტუციურ გადაწყვეტილებას "რუსულს" უწოდებს. მისი ეს განცხადება უნიჭო თავის მართლებაა, 19 სექტემბერს არ ახსოვდა ეს კანონი, როდესაც დაუყოვნებლივ ითხოვდა ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტას, და ხელმოწერას ჩქარობდა?! თუმცა, "პაზლი" მარტივად იხსნება. გარე კურატორებისგან მითითება მიიღო...” - წერს ანჯაფარიძე Facebook-ზე.