გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ცოტა აკლიათ და ზელენსკის, რომელსაც უკრაინელი ხალხის გენოციდზე მოაწერინეს ხელი, იქით უსაყვედურებენ, უკრაინა ომში რატომ გახვიეო - ზაზა შათირიშვილი

25-09-2023

ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის სიტყვით გამოსვლას გამოეხმაურა. 

როგორც შათირიშვილი ამბობს, „ზელენსკის გამოსვლას გაეროს დარბაზში იმდენად ცოტა ადამიანი ესწრებოდა, რომ უკრაინულ ტელეარხებს ამბის გაშუქებისას კადრების დამონტაჟება მოუწიათ“.


„სალომე ზურაბიშვილი ინტელექტით არასოდეს გამოირჩეოდა, მაგრამ არც ისეთი სულელია, რომ გაუგებარ ქმედებებზე საკუთარი გონების კარნახით წასულიყო. მან რამდენჯერმე უხეშად დაარღვია კონსტიტუცია, ბოლოს კი, ამას კანონის დარღვევაც დაუმატა და ფარცხალაძეს მოქალაქეობა არ შეუწყვიტა, თან ისე, რომ ორი დღით ადრე ნათქვამი ჰქონდა, როგორც კი იუსტიციის სამინისტრო მომმართავს, მოქალაქეობას მაშინვე შევუწყვეტო.


ცხადია, ამგვარი ნაბიჯები სალომე ზურაბიშვილის რეპუტაციას სერიოზულად აზიანებს, რაც, წესით, თავადაც კარგად უნდა ესმოდეს. ასეთ პირობებში, ისმის ლოგიკური კითხვა - რა ჭირს სალომე ზურაბიშვილს და რატომ აკეთებს ის ამ ყველაფერს? ამ შეკითხვაზე ერთადერთი პასუხი არსებობს: სალომე ზურაბიშვილს აგენტობა ჭირს. ასეთია აგენტის მონური ხვედრი: რასაც გეტყვიან, ის უნდა გააკეთო; გეტყვიან, რომ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ უნდა წახვიდე, უნდა გააკეთო; გეტყვიან, რომ საკუთარი ღირსებისა და რეპუტაციის წინააღმდეგ უნდა წახვიდე, ესეც უნდა გააკეთო.ამ უბედურებას ისიც ემატება, რომ ქართველი აგენტები დავალებებს არა მაღალი დონიდან, არამედ სპეცსამსახურების მიერ საელჩოში გამწესებული ნაკლებად კომპეტენტური ჩინოვნიკისგან იღებენ.


დავალებებიც ამ ჩინოვნიკის მიერ არის მოფიქრებული. ასეთ პირობებში, ისე ხდება ხოლმე, რომ დავალების გამცემი ვერც მიზანს აღწევს და შემსრულებელი აგენტის რეპუტაციასაც კიდევ უფრო აზიანებს. ასე იყო ფარცხალაძის სანქცირების შემთხვევაშიც. გეგმის ავტორმა ჩინოვნიკმა ფარცხალაძის სანქცირებით სახელმწიფო ვერ დააზიანა და ამით იმედგაცრუებულმა, ბოლოს ზურაბიშვილს გადაადგმევინა არაფრისმომცემი და მისი რეპუტაციისთვის საზიანო ნაბიჯი.სალომე ზურაბიშვილი ერთადერთი აგენტი არაა, ვისაც უფროსები ასე უხეშად მოექცნენ. ყველას გვახსოვს, როგორ აქციეს ბიძინა ივანიშვილის მიერ უმაღლეს დონეზე დაწინაურებული გახარია ერთ წუთში პოლიტიკურ და მორალურ არარაობად.


ვიღაც ჩინოვნიკმა ჩათვალა, რომ გახარიას გადადგომით ხელისუფლებას ჩამოშლიდა და პოლიტიკური კარიერის ზენიტში მყოფი პრემიერ-მინისტრი ერთი ხელის მოსმით გადააყენა.კიდევ ერთი საინტერესო მაგალითია მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც უფროსები ასევე ძალიან უხეშად მოექცნენ. ადამიანი, რომელსაც 9 წელი, ავად თუ კარგად, საქართველოს პრეზიდენტი ერქვა, არაჟნის კონტეინერში ჩასვეს და ხელისუფლების ასაყირავებლად საქართველოში გამოგზავნეს, რითაც ხანგრძლივი პატიმრობისთვის გაწირეს. დღეს მისი უფროსები სააკაშვილის გასათავისუფლებლად იმიტომ კი არ იღვწიან, რომ მისი ბედი ადარდებთ, არამედ იმისთვის, რომ ამით სხვა აგენტებს ზრუნვის იმიტაცია მაინც აჩვენონ. მძიმე ხვედრისთვის გაწირეს უფროსებმა ხაზარიძე და ჯაფარიძეც, რომლებსაც პოლიტიკაში შეყვანით ის მძიმე რეპუტაციაც გაუნადგურეს, რომელიც საბანკო სექტორში საქმიანობის დროს ჰქონდათ.


ისიც საინტერესოა, რომ ხაზარაძე-ჯაფარიძის წყვილს პარტიაში შედარებით სტაჟიანი აგენტურა - უსუფაშვილი და ანა ნაცვლიშვილი ჩაუსვეს, რომ პარტიაში სიტუაციის მართვა სრული კონტროლის ქვეშ ჰქონოდათ.ამ ისტორიებში ყველაზე საინტერესო იმის გააზრებაა, თუ როგორ ექცევიან აგენტებს და რამდენად მძიმეა მათი ხვედრი და მდგომარეობა. სპეცსამსახურებისთვის აგენტს არავითარი ღირებულება არა აქვს. კაცმა რომ თქვას, აგენტები ამაზე უკეთეს მოპყრობას არც იმსახურებენ. ადამიანი რომ მონობაზე მოაწერს ხელს, ის ზუსტად ისეთი მოქცევის ღირსია, როგორც მათ ექცევიან.


საერთაშორისო დონეზე ამგვარი მოპყრობის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი ვლადიმირ ზელენსკია. ყველამ ვნახეთ, როგორ მოექცნენ მას ჯერ ნატოს სამიტზე, ხოლო, მოგვიანებით, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე. წელიწად-ნახევრის მანძილზე მსოფლიო გმირად და ლიდერად გამოცხადებულ ზელენსკის მეორეხარისხოვანი პოლიტიკოსის რანგში დახვდნენ, რაც ორივე შემთხვევაში დემონსტრაციულად გააკეთეს. ზელენსკის გამოსვლას გაეროს დარბაზში იმდენად ცოტა ადამიანი ესწრებოდა, რომ უკრაინულ ტელეარხებს ამბის გაშუქებისას კადრების დამონტაჟება მოუწიათ. ცოტა აკლიათ და კაცს, რომელსაც უკრაინელი ხალხის გენოციდზე მოაწერინეს ხელი, იქით უსაყვედურებენ, უკრაინა ომში რატომ გახვიეო.


არანაკლებ მძიმე დღეში ჰყავთ ოლიგარქიულ ოჯახებს მსოფლიოს უდიდესი სახელმწიფოების ლიდერები. მაკრონმა ერთხელ საჯაროდ გაიბრძოლა და თქვა, ამერიკელებთან მოკავშირეობა ვასალობას არ ნიშნავსო, რის შემდეგაც ე.წ. სამოქალაქო აქტივისტებმა მისი მისამართით კვერცხების სროლას განსაკუთრებით მოუხშირეს. ოლაფ შოლცს გაეროს დარბაზში სამი კაცი უსმენდა, როდესაც გერმანიის კანცლერები ერთ დროს მსოფლიო ლიდერების სამეულში მყარად იკავებდნენ ადგილს. ზოგადად, ყველას გვახსოვს, რომ წინა საუკუნეში დასავლეთის სახელმწიფოებს ძლიერი ლიდერები მართავდნენ. დღეს კი, რეიგანი, ტეტჩერი, მიტერანი და კოლი ბაიდენმა, სუნაკმა, მაკრონმა და შოლცმა ჩაანაცვლეს, რაც ნიშნავს, რომ დასავლური სამყარო ოლიგარქიული ოჯახებისა და მათ მიერ შექმნილი აგენტოკრატიული სისტემის უმძიმესი წნეხის ქვეშ არის მოქცეული.მსოფლიოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენებიდან კარგი ის არის, რომ ოლიგარქიულმა ოჯახებმა გადაამლაშეს, რაც აშკარად თავადაც აქვთ გაცნობიერებული და გადატვირთვისთვის ემზადებიან.


მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებში ბაიდენის კანდიდატად დაყენება იმის ნიშანია, რომ ოჯახებს ხელისუფლებაში რესპუბლიკელების მოყვანა აქვთ გადაწყვეტილი. ბაიდენი არათუ ამერიკას არ მართავს, ძლივს გადაადგილდება და ცხადია, მისი კანდიდატობა სრულიად არასერიოზული მოვლენაა.


სავარაუდოდ, ოლიგარქიული ოჯახები უკრაინის ომს რესპუბლიკელების ხელით დაამთავრებენ, ეკონომიკურ პრობლემებზეც მათ აკიდებენ პასუხისმგებლობას და რაც მთავარია, ეცდებიან, რესპუბლიკურ მთავრობაზე თავდასხმებით, კონსერვატიულ იდეოლოგიას მიაყენონ ზიანი, რითაც ე.წ. ლიბერალურ იდეოლოგიას ახალ მუხტს შესძენენ.


დარწმუნებული ვარ, უახლოეს წელიწად-ნახევარში მსოფლიოში ვითარება დადებითი მიმართულებით შეიცვლება, უკრაინაში ომი დასრულდება და საქართველოზე პოლიტიკური წნეხიც შესუსტდება. ჩვენთვის მთავარია, მაქსიმალური ყურადღება გამოვიჩინოთ და საქართველოში აგენტოკრატიის დაბრუნება არ დავუშვათ, რაც ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვის მთავარი პირობაა“, - აცხადებს შათირიშვილი.