გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

საქართველოს სივრცის დაგეგმარების გეგმის შემუშავების საკონსულტაციო მომსახურებისთვის კომპანიების შერჩევის პირველი ეტაპი დასრულდა

25-09-2023

საქართველოს სივრცის დაგეგმარების გეგმის შემუშავებისთვის, საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვის მიზნით, საერთაშორისო და ადგილობრივი კომპანიების შერჩევის პირველი ეტაპი დასრულდა.


ინტერესთა გამოხატვის პროცესში აშშ-ის, ევროპისა და აზიის მასშტაბით მოქმედი 19 წამყვანი საერთაშორისო კონსორციუმი მონაწილეობდა. კონსორციუმების შემადგენლობაში 56 ადგილობრივი და საერთაშორისო, მრავალდარგობრივი კომპანია იყო წარმოდგენილი.


სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტომ განაცხადები აზიის განვითარების ბანკის (ADB) მიერ შემუშავებული კრიტერიუმების მიხედვით შეაფასა. მასზე დაყრდნობით საუკეთესო გამოცდილების დანიური, ბრიტანული, ფრანგული, ესპანური და გერმანული - 5 კონსორციუმი შეირჩა, რომელიც მომდევნო ეტაპზე სივრცის დაგეგმარების გეგმის საკონსულტაციო მომსახურების შეთავაზებას ერთი თვის ვადაში წარმოადგენენ. აღნიშნულ 5 კონსორციუმში სულ 18 საერთაშორისო და ადგილობრივი კომპანიაა წარმოდგენილი.


გამარჯვებულ კონსორციუმს, სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტო, აზიის განვითარების ბანკის (ADB) მიერ შემუშავებულ, ხარისხსა და ფასზე დაფუძნებული შერჩევის მეთოდით გამოავლენს.