გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

თამარ ჩიბურდანიძე: რადიკალურ ოპოზიციას ერთადერთი მიზანი აქვს და ამას არც მალავენ - არჩევნებამდე არ მიიყვანონ პროცესები, რადგან იციან, რომ არჩევნებში დამარცხდებიან. რამდენიმე მათგანმა ღიადაც განაცხადა, რომ დიახ, ჩვენ ძალასაც გამოვიყენებთო

25-09-2023

„რადიკალური ოპოზიციის მიზანია, რომ არჩევნებამდე აადუღონ პროცესები ქვეყანაში - ესენი რომ მიუშვა, რუსთაველზე ტანკებსაც შემოზიდავენ.“, - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ წევრმა, ანალიტიკოსმა თამარ ჩიბურდანიძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, რადიკალურმა ოპოზიციამ იცის, რომ ამ არჩევნებში, მომავალ წელს, ძალიან მწარედ დამარცხდებიან და ამიტომ არეულობას გეგმავენ.

 

„სააკაშვილი ვითომ ქურდულ სამყაროს ებრძოდა, არადა, ყველას გვახსოვს პრეზიდენტობის ბოლო პერიოდში რამდენი დამნაშავე შეიწყალა, გამოყარა გარეთ, ციხე დაასუფთავა და იმათი დახმარებით გვიბრუნდება დღეს, ამ შეიარაღებული ძალით.

 

სუს-მა როგორც კი გააკეთა განცხადება დაგეგმილი არეულობის შეახებ, ოპოზიციამ მაშინვე შეუტია, რომ თითქოს სუს-ი იტყუება. ერთი დღე არ იყო გასული სუს-ის იმ განცხადებიდან და მათ შეასრულეს ის, რაც სუს-მა თქვა - იმ სცენარით და იმ თანმიმდევრობით, უბრალოდ, ოქტომბერი არ არის ჯერ დაწყებული, დრო შეეშალათ.

 

რადიკალურ ოპოზიციას ერთადერთი მიზანი აქვს და ამას არც მალავენ - არჩევნებამდე არ მიიყვანონ პროცესები. რამდენიმე მათგანმა ღიადაც განაცხადა, რომ დიახ, ხელჩართული ბრძოლა იქნება, ჩვენ ძალასაც გამოვიყენებთო იმიტომ, რომ ამ არჩევნებში, მომავალ წელს, ძალიან მწარედ დამარცხდებიან და ამას ელიან კიდეც. რადიკალურ ოპოზიციას და უცხოეთიდან მათ დამკვეთებს მშვიდობიან არჩევნებში გამარჯვების იმედი რომ ჰქონდეთ, ისინი არავითარ შემთხვევაში არ წავლენ შეიარაღებული ამბოხის გზით, რისკენაც ახლა მიდიან. მაგრამ, ისინი აკეთებენ კვლევებს და იციან, რა განწყობაა საზოგადოებაში, ამიტომ გამარჯვების იმედი არ აქვთ. აქედან გამომდინარე, რადიკალური ოპოზიციის მიზანია, რომ არჩევნებამდე აადუღონ პროცესები ქვეყანაში. ყოველდღიურად პატარ-პატარა პროვოკაციებს აწყობენ. ესენი რომ მიუშვა, რუსთაველზე ტანკებსაც შემოზიდავენ.“, - აღნიშნა თამარ ჩიბურდანიძემ.

 

ანალიტიკოსის განცხადებით, დღეს ყველაზე მთავარია საზოგადოების სიფხიზლე, რომელმაც უნდა იცოდეს, რომ ოპოზიციის სცენარი ისევ რუსთაველის სისხლიან დღეებამდე მიდის.

 

„ძალიან ცუდად მახსენდება 30 წლის წინანდელი პერიოდი, 90-იანი წლები, როგორ დავკარგეთ აფხაზეთი და სამაჩაბლო შიდა დაპირისპირების შედეგად, როდესაც ეროვნულ ხელისუფლებას სხვა ქვეყნებიდან მართული პოლიტიკური ძალები დაუპირისპირდნენ. რა თქმა უნდა, იყო შეცდომები იმდროინდელ მმართველობაში და ყველა ხელისუფლებას აქვს შეცდომები, მაგრამ, ზოგადად, უცხო დამკვეთები და უცხო ქვეყნები მთავრობას ეროვნულ პოლიტიკას არ პატიობენ. მათ სურთ საქართველო მათი ვასალი იყოს და არა - პარტნიორი. ამისკენ მიჰყავს დღესაც საქართველოში პოლიტიკური პროცესები ოპოზიციას და მათ ლობისტებს უცხოეთიდან.

 

დღეს რომ გამოდიან ოპოზიციის წარმომადგენლები და ვითომ მიგრაციის პრობლემაზე საუბრობენ, ყველაზე დიდი მიგრაცია სწორედ 90-იან წლებში განხორციელდა, არა ეკონომიკური მდგომარეობის გამო ქვეყანაში, არამედ შიდა პოლიტიკური დაპირისპირების გამო - ზვიადისტებსა და მათ მხარდამჭერებს აღარ დაედგომებოდათ ქვეყანაში და ნაკადი გავიდა ქვეყნიდან, დაიცალა საქართველო. ამას „მიგრაციულ მოცელვას“ ვუწოდებთ. ზუსტად იმავე სცენარისთვის ამზადებენ ქვეყანას ისევ, ზუსტად იგივე სისხლისღვრა და სამხედრო დაპირისპირება უნდათ საქართველოში, ამიტომ, დღეს ყველაზე მთავარია საზოგადოების სიფხიზლე. უნდა იცოდნენ, ოპოზიციის ეს სცენარი სადამდე მიდის, თუკი ხელისუფლებამ ამ პროცესების მართვა ვერ შეძლო - ისევ რუსთაველის სისხლიან დღეებამდე მივალთ და კიდევ დავკარგავთ საქართველოს რეგიონებს. არავის ეგონოს, რომ ოკუპანტს სძინავს - ისინი არ კმაყოფილდებიან მხოლოდ აფხაზეთითა და სამაჩაბლოთი, მათ უფრო მეტის წაღება შეუძლიათ ქვეყნიდან. ამიტომ, ჩვენზეა დამოკიდებული, რამდენად მშვიდად და ფხიზლად ვიქნებით, რომ მტერს მისი სცენარის განვითარების საშუალება არ მივცეთ“, - განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ.