გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტში ხარაჩოს ჩამოშლის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა

5-09-2018

სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტში სარემონტო სამუშაოების დროს ხარაჩოს ჩამოშლის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. არსებული  ინფორმაციით, დაშავებულებიდან ერთი საქართველოს, ორი კი თურქეთის მოქალაქეა.

ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს გადაუდებელი თერაპიის მიმართულების ხელმძღვანელის რუსუდან ქამადაძის განცხადებით, კლინიკაში ორი დაშავებული შეიყვანეს.  მათგან ერთს ტრამვული დაზიანება აღენიშნება. მისივე თქმით, პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება.

„შემოყვანილია ორი პაციენტი. ერთი თურქეთის და ერთი საქართველოს მოქალაქე. მამაკაცს   მსუბუქი მოტეხილობა აქვს, ქალბატონს კი ტრამვული დაზიანებები არ აღენიშნება. ჯერჯერობით პაციენტები კლინიკაში დაკვირვების ქვეშ რჩებიან,“-განაცხადა ქამადაძემ.