გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გილოცავთ მსოფლიო ტურიზმის დღეს!

26-09-2023

"ტურიზმის სექტორის უკლებლივ ყველა წარმომადგენელს გისურვებთ წარმატებას, მშვიდობას, ნაყოფიერ საქმიანობას!  


ტურიზმი სექტორის თითოეული წარმომადგენლის აქტიური მუშაობის შედეგად დღეს საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული მიმართულებაა.


ბოლო წლებში ტურიზმის ინდუსტრიის როლი საქართველოს ეკონომიკაში მნიშვნელოვნად გაიზარდა და ერთ-ერთ პრიორიტეტულ სფეროდ იქცა.


საქართველოს წარმატება არაერთხელ აღიარეს საერთაშორისო ორგანიზაციებმა, გავლენიანმა მედია საშუალებებმა და ტურისტულმა პლატფორმებმა.

 

 აღსანიშნავია, რომ მომავალ წელს საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღეს უმასპინძლებს. გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ევროპის კომისიის 38-მა წევრმა ქვეყანამ ერთხმად დაუჭირა მხარი საქართველოს ინიციატივას და ჩვენ ქვეყანაში 2024 წელს არაერთი  მაღალი რანგის სტუმარი ჩამოვა, რაც ძალიან კარგი შესაძლებლობაა საქართველოს საინვესტიციო და ტურისტული პოტენციალის უკეთ წარმოსაჩენად.


კიდევ ერთხელ გილოცავთ და გისურვებთ წარმატებულ, მშვიდ, უსაფრთხო და ნაყოფიერ საქმიანობას!" - ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მისალოც წერილში.