გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ირაკლი კობახიძე: მელიაზე მეტი უბედურება როგორ შეიძლება წარმოიდგინო კაცმა, მაგრამ ხაბეიშვილი გამოჩნდა

27-09-2023

ეს არ არის პარტიის მიერ ჩატარებული კვლევები, ჩვენ დაკვეთით ჩატარებულ კვლევებზე გვაქვს საუბარი, ბოლო წელიწად ნახევარია, 50% - ს არ ჩამოვცილებივართ - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში, გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.


მისივე თქმით, დაკვეთით ჩატარებული კვლევებითაც კი „ქართულ ოცნებას“ 50% - ზე დაბალი მაჩვენებელი არ ჰქონია, რაც განპირობებულია იმით, რომ ოპოზიციური ელექტორატი ვეღარ ხედავს საკუთარ არჩევანს ოპოზიციის შიგნით.


„ეს არ არის პარტიის მიერ ჩატარებული კვლევები, ჩვენ დაკვეთით ჩატარებულ კვლევებზე გვაქვს საუბარი, ბოლო წელიწადნახევარია, 50% - ს არ ჩამოვცილებივართ. რამდენიმე კვლევა ჩატარდა და არცერთხელ არ გვქონია 50%-ზე დაბალი მაჩვენებელი, რაც განპირობებულია მათ შორის იმით, რომ ოპოზიციური ელექტორატი ვეღარ ხედავს საკუთარ არჩევანს ოპოზიციის შიგნით. ხაბეიშვილს იმაზე ნაკლები აძლევს ხმას ვიდრე თავის დროზე თუნდაც მელიას აძლევდნენ.


წარმოიდგინეთ რა მძიმე არჩევანია, ერთ მხარეს არის, ერთი უბედურება, მეორე მხარეს ამაზე მეტი უბედურება. მელიაზე მეტი უბედურება როგორ შეიძლება წარმოიდგინო კაცმა, მაგრამ ხაბეიშვილი გამოჩნდა, შესაბამისად ხაბეიშვილს იმაზე ნაკლებიც კი აძლევს ხმას ვიდრე თუნდაც მელიას. შესაბამისად იქაც არის შემცირებული, აქეთაც არის ეს რეიტინგი გაზრდილი, საბოლოო ჯამში ეს იძლევა გაზრდილ სხვაობას, რაც არის ჩვენსა და „ნაცმოძრაობას“ შორის და ჩვენსა და ზოგადად რადიკალურ ოპოზიციას შორის“, - განაცხადა კობახიძემ.