გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

დიმიტრი ხუნდაძე: ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა უნდა მოხდეს მშვიდობიანი გზით, ამას ჭირდება არა ძალა, არამედ გონივრული და სწორი პოლიტიკური გადაწყვეტილება

27-09-2023

სოხუმის დაცემის დღის 30 წლისთავთან დაკავშირებით „ხალხის ძალის" წევრებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

 

ამ დღესთან დაკავშირებით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მშვიდობიანი გზების ძიების აუცილებლობაზე ისაუბრა ჟურნალისტებთან „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დიმიტრი ხუნდაძემ.

 

„საქართველოს თითოეული მოქალაქისათვის უმძიმესია სოხუმის დაცემის დღე. სამი ათეული წელი გავიდა მას შემდეგ და ვფიქრობ, ეს საკმარისზე მეტი დროა იმისთვის, რომ დავფიქრდეთ, თუ რა მოხდა, გავაანალიზოთ და დავგეგმოთ სწორად, თუ როგორ შეიძლება კონფლიქტის ამოწურვა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. რა თქმა უნდა, ეს უნდა მოხდეს მშვიდობიანი გზით, ამას ჭირდება არა ძალა, არამედ გონივრული გადაწყვეტილება, სწორი პოლიტიკური გადაწყვეტილება. შემოთავაზება ე.წ. შესაძლებლობების ფანჯარა, არ უნდა იყოს გამოყენებული ისევ შეიარაღებული კონფლიქტისთვიოს, რაც ვფიქრობ უფრო დააცილებს აფხაზებს ჩვენგან და ეს იქნება უმძიმესი შედეგი,“ - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

 

მისი თქმით, 30 წლის წინანდელი კონფლიქტით თუ ვინმემ ისარგებლა რუსეთია. „რუსეთი იყო ამის ინიციატორი და თუ შეიძლება ამ კონფლიქტში ვინმეს სარგებელი დამდგარიყო, ესაა რუსეთის სარგებელი,“ - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.