გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ოთარ შამუგია: დარწმუნებული ვართ, რომ, მშვიდობიანი პოლიტიკით, აუცილებლად შევძლებთ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას

27-09-2023

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთარ შამუგია სოხუმის დაცემის  30 წლის თავს ეხმიანება.


როგორც მან განაცხადა, მშვიდობიანი პოლიტიკით, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას აუცილებლად შევძლებთ.


„დღეს სოხუმის დაცემის დღეა. 30 წელი გავიდა იმ დღიდან, რაც 100 ათასობით ჩვენმა მოქალაქემ იძულებით დატოვა აფხაზეთი. ჩვენ პატივს მივაგებთ ჩვენი გმირი ჯარისკაცების და თითოეული მოქალაქის ხსოვნას, ვინც ამ ომს შეეწირა. დღემდე ჩვენი ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ, თუმცა ჩვენ გვჯერა და დარწმუნებული ვართ, რომ, მშვიდობიანი პოლიტიკით, აუცილებლად შევძლებთ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და ერთობლივად, ჩვენს აფხაზ ძმებთან და დებთან ერთად ავაშენებთ ერთიან, ძლიერ სახელმწიფოს“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ.