გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2024    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური სლოვაკ კოლეგას შეხვდა

27-09-2023

საქართველოში ვიზიტით სლოვაკეთის შეიარაღებული ძალების მეთაური იმყოფება. გენერალ დანიელ ზმეკოს საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა უმასპინძლა.


თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დახვედრის ოფიციალური ცერემონიალი თავდაცვის ძალების გენერალურ შტაბში გაიმართა.


ცერემონიალის დასრულების შემდეგ, კოლეგებმა ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების საკითხები განიხილეს.


გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა გენერალ დანიელ ზმეკოს სლოვაკეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონული და გლობალური უსაფრთხოების გამოწვევებზე იმსჯელეს.


თავდაცვის ძალების მეთაურმა სლოვაკ კოლეგას საქართველოს თავდაცვის ძალებში განხორციელებული რეფორმები გააცნო. ყურადღება გამახვილდა ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის მიმდინარე საკითხებსა და სამომავლო გეგმებზე, მათ შორის საერთაშორისო სწავლებებში ერთობლივი მონაწილეობისა და სამხედრო განათლების სფეროში თანამშრომლობის საკითხებზე. გენერალურ შტაბში გამართულ შეხვედრას საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლები და სლოვაკეთის დელეგაციის წევრები დაესწრნენ.


ვიზიტის ფარგლებში, სლოვაკეთის შეიარაღებული ძალების მეთაურმა გმირთა მოედანზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკეს.


სლოვაკეთის შეიარაღებული ძალების დელეგაციის წევრები ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრსაც (JTEC) ესტუმრნენ.