გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

შეგვიძლია ვთქვათ, რომ ლარი წლის განმავლობაში არსებულ დონეზე სტაბილურობას შეინარჩუნებს - G&T

27-09-2023

Galt&Taggart-ის ეკონომისტი, ლაშა ქავთარაძე აცხადებს, რომ არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ლარი სავარაუდოდ, შეინარჩუნებს სტაბილურობას წლის განმავლობაში იმ დონეზე, რა დონეზეც ახლა არის. საკითხზე მან  „საქმიანი დილის“ ეთერში ისაუბრა.


„ლარის კურსი ინფლაციის ფორმირებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. თვითონ კურსზე ფუნდამენტური და დაუკვირვებადი ფაქტორები მოქმედებს, ანუ ეს არის ფაქტორები, რომელთა აღრიცხვა არ შეიძლება. აქ უკვე არის მოლოდინები და განწყობები, რომელიც შეიძლება შეიქმნას ქვეყანაში. ის, რაც მიმდინარედ არის განწყობები შექმნილი ეროვნული  ბანკის მიმართ, ამან კურსზე გავლენა იქონია, თუმცა აქ ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ფუნდამენური ფაქტორების დონე რა გვაქვს. ვფიქრობთ, იმდენად ძლიერია ფუნდამენტური ფაქტორები, ეს უარყოფითი სენტიმენტები, რომელიც ლარის კურსზე მოქმედებს, შესაძლოა მოკლევადიანი აღმოჩნდეს.


ამიტომაც შესაძლებელია ვიფიქროთ, რომ ინტერვენციების განხორციელება ამ განწყობების ჩასაქრობადაა მართებული. დავინახეთ კიდეც, რომ სებ-მა 20 სექტემბრიდან სამი აუქციონი ჩაატარა. გუშინდელი ინტერვენციის დროს დავინახეთ, რომ დაბალი ათვისებაა, ანუ უკვე ლიკვიდობა მაღალია. შეგვიძლია ვთქვათ, რომ წლის განმავლობაში ლარი სტაბილურობას იმ დონეზე შეინარჩუნებს, რა დონეზეც ახლაა.


რაც შეეხება რეზერვებს, რეზერვები გაზრდილია, არსებობს მნიშვნელოვანი ბუფერი იმისთვის, რომ მოკლევადიანი განწყობების ჩასაქრობად რეზერვების გამოყენება, შესაძლოა, გამართლებული იყოს. თუმცა თუ დავინახავთ, რომ ამას პერმანენტული ხასიათი მიეცა და ლარის კურსი ერთ დღეს გამყარდება, მეორე დღეს გაუფასურდება და ასეთ ხასითს მიიღებს, მაშინ რეზერვების ხარჯვა არამიზანშეწონილი იქნება“, - აღნიშნა ლაშა ქავთარაძემ.


შეგახსენებთ: სებ-მა გუსინ მორიგი სავალუტო აუქციონი გამართა - სებ-ის ინფორმაციით, გასაყიდად გამოტანილი იყო $30 მილიონი დოლარი, საიდანაც ბაზარმა $7.6 მილიონი აითვისა. ეს ბოლო 10 დღეში სებ-ის რიგით მესამე სავალუტო ინტერვენციაა, წინა აუქციონებით სებ-მა $20 და $37 მილიონი დოლარი გაყიდა. სამივე აუქციონზე კი სულ 64.7 მლნ დოლარი გაიყიდა.