გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

დიმიტრი ხუნდაძე: დეპოლარიზაციის დავალება კი მოგვცეს, მაგრამ ყველაფერი კეთდება ამ დავალების მომცემების მიერ, რომ ქვეყანაში პოლარიზაცია არ დასრულდეს

27-09-2023

„არ მჯერა, რომ ხელისუფლების მიერ შესრულებული სამუშაოზე იქნება დამოკიდებული, მივიღებთ თუ არა სტატუსს,“ - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, დღეს მმართველი გუნდი სწორ პოლიტიკას ახორციელებს, მაგრამ ამ ურთულეს ვითარებაში დაზღვევის ძირითადი მექანიზმი არის თვითონ საზოგადოება.

 

„მმართველი გუნდის პოლიტიკა სწორია - ამ 12 პუნქტთან დაკავშირებით აქტიურად მუშაობს, მაგრამ რა თქმა უნდა, ამ მუშაობის პროცესში არ გადადის იმ ხაზიდან, სადაც გადის ქვეყნისა და მოსახლეობის უსაფრთხოება, ანუ ასე ხელაღებით ყველა დაკვეთას არ ასრულებს. არ მჯერა, რომ ამ სამუშაოს შესრულებაზე იქნება დამოკიდებული, მივიღებთ თუ არა სტატუსს. გეტყვით, რატომ არ მჯერა - მაქვს ჩემი არგუმენტი.

 

მთავარი დავალება - დეპოლარიზაცია არის მოცემული ჩვენთვის დავალება, მაგრამ ყველაფერი კეთდება ამ დავალების მომცემების მიერ, რომ ქვეყანაში პოლარიზაცია არ დასრულდეს. ფაქტობრივად, ხდება ამის ხელშეწყობა და სწორედ ამ არგუმენტების გამო მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ სტატუსის მონიჭება არის ინსტრუმენტი ქვეყნის უსაფრთხოების საქმეებში ჩარევის, მათ საკუთარი მიზნებისთვის ამის გამოყენების და ინსტრუმენტი იმისა, როგორ გახადონ ქვეყანა მართული; ამ ვითარებაში საზოგადოებას თავისი ნეგატიური როლი მიანიჭონ და საზოგადოება დააყენონ იმ რეალობის წინაშე, რომ მათვე შექმნან ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლის საჭიროება, მაგრამ საზოგადოება რომ ამაზე არ მიდის, ამას თვითონაც ხედავენ. დღეს მმართველი გუნდი სწორ პოლიტიკას ახორციელებს, მაგრამ ამ ურთულეს ვითარებაში დაზღვევის ძირითადი მექანიზმი არის თვითონ საზოგადოება. რამდენად გამოხატავენ ისინი ამის გამო გაბრაზებას, სწორედ ამაზე იქნება დამოკიდებული, მოგვცემენ თუ არა სტატუსს,“ - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.