გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ირაკლი ღარიბაშვილი: მოლოტოვის კოქტეილი ისროლა ადამიანმა, მნიშვნელობა არ აქვს ჩემთვის ვინ არის ეს ადამიანი, სცადა პოლიციელის ცოცხლად დაწვა

28-09-2023

ლუზერი ადამიანი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის კომენტარი წაიკითხეთ, რატომ უნდა გავაკეთო კომენტარი ამ ადამიანზე, მაგრამ აი მორიგი მაგალითი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თელავში, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ზურაბ გირჩი ჯაფარიძის კომენტარს ეხებოდა ლაზარე გრიგორიადისზე.


პრემიერის თქმით, ეს ადამიანი გამოიყენეს.


„გამოიყენეს ეს ახალგაზრდა ანარქისტი, ასროლინეს მოლოტოვის კოქტეილი პოლიციელზე. მოლოტოვის კოქტეილი ისროლა ადამიანმა, მნიშვნელობა არ აქვს ჩემთვის ვინ არის ეს ადამიანი, სცადა პოლიციელის ცოცხლად დაწვა. ჩვენ ვიქნებით დაუნდობელი და უკომპრომისო, ყველა ადამიანის მიმართ ერთი კიარა ათასი რომ იყოს ათასივე წავა ციხეში, - განაცხადა პრემიერმა.