გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

პრემიერი: ჩვენგან სანქციების დარღვევის არც ერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა

28-09-2023

მე ვფიქრობ, რომ სანერვიულო არაფერი არ გვაქვს, არც საბანკო სისტემას მთლიანად და არც საფინანსო ინსტიტუტებს. ჩვენ გვაქვს მუდმივი კომუნიკაცია, როგორც ეროვნულ ბანკთან, ასევე სხვა კომერციულ ბანკებთან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თელავში, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ზურაბ გირჩი ჯაფარიძის კომენტარს ეხებოდა ლაზარე გრიგორიადისზე.


„ჩვენ გვაქვს ერთ-ერთი სამაგალითო სისტემა შექმნილი. ეს თვითონ ამერიკელებმა აღნიშნეს, ევროპელებმა და ბრიტანელმა კოლეგებმა, ჩამოსულები იყვნენ რამდენიმე თვის წინ, თქვეს, რომ სამაგალითო სისტემა აქვს აწყობილი მთავრობას, ეფექტური სისტემა. სანქციების დარღვევის არც ერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა, არც ერთი.


მაშინ, როდესაც თქვენი ტელევიზიები და თქვენი პარტია ავრცელებს დეზინფორმაციას მთელს მსოფლიოში. სააკაშვილის დედა აფინანსებდა მილიონობით კამპანიას და მილიონებს იხდიდა იმაში, რომ ჩვენი ქვეყნის იმიჯი დაზიანებულიყო", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მან ასევე ისაუბრა სავალუტო ფონდზე.


„რაც შეეხება სავალუტო ფონდის პროგრამას, არავითარი სანერვიულო არ არის. ჩვენ გვაქვს მუდმივი კომუნიკაცია სავალუტო ფონდთან. ეს როგორც შეჩერებული პროცესი ასეთი იყო, როცა მაგალითად კანონი შევცვალეთ და პირველი ვიცე პრეზიდენტის ადგილი შემოვიღეთ, მაშინ მოხდა პროგრამის შეჩერება. ახლაც თქვეს, რომ უნდა გავაგრძელოთ კომუნიკაცია. მე ვფიქრობ რომ ძალიან მალე მოგვარდება აღნიშნული საკითხიც", - განაცხადა პრემიერმა.