28-09-2023
ყველა ის ადამიანი, რომელიც ქვეყნის ინტერესების საზიანოდ და სხვა ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ მოქმედებს, ჩემს თვალში არის მოღალატე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თელავში, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ზურაბ გირჩი ჯაფარიძის კომენტარს ეხებოდა ლაზარე გრიგორიადისზე.
მთავრობის მეთაურის თქმით, მნიშვნელობა არ აქვს რომელი ქვეყნის აგენტი იქნება, ის არის გამყიდველი და მოღალატე ადამიანი.
„მე გეტყვით ჩემს აზრს, - ოთარ ფარცხალაძე 10 წელზე მეტია აღარ არის საჯარო მოხელე. 10 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ამ ადამიანმა დატოვა საჯარო სამსახური, 10 წელი.
გაუგებარია, პირველ რიგში, მინდა ვთქვა და გაკვირვება გამოვხატო ზოგადად, რატომ მოხდა ფარცხალაძის დასანქცირება გაუგებარია, აუხსნელია ჩემთვის პირადად, მინდა გითხრათ და მე ამის თაობაზე ღიად ვამბობ და ვაფიქსირებ ჩემს აზრს. ნათქვამი არის რომ ჭიქაში ქარიშხალი არის ატეხილი.
საერთოდ იცით რა?! მე გეტყვით შემდეგ რაღაცას, ეს არის ძალიან მგრძნობიარე საკითხი. მე ერთი რამ მინდა განმასხვავებელი გითხრათ, ყველა ის ადამიანი, რომელიც ქვეყნის ინტერესების საზიანოდ და სხვა ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ მოქმედებს, ჩემს თვალში არის მოღალატე. მნიშვნელობა არ აქვს რომელი ქვეყნის აგენტი იქნება, ის არის გამყიდველი და მოღალატე ადამიანი.
ჩემთვის და სამსახურებისთვის, სახელმწიფოსთვის არ არის ცნობილი არც ერთი ფაქტი, რომ ფარცხალაძემ ჩვენი ქვეყნის საზიანოდ, ინტერესების საზიანოდ და სხვა ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ რაიმე ქმედება ჩაიდინა. ფარცხალაძე არის ბიზნესმენი.
ჩემთვის სასაცილოა მართლა ნამდვილი ჯაშუშების კომენტარების მოსმენა, ქვეყნის გამყიდველების და მოღალატეების კომენტარების მოსმენა.
მოსამართლეები რომ დაასანქცირეს და თქვეს, რომ კორუფციის ფაქტების გამო მოხდა, ვინმემ ნახა მტკიცებულება?
ფარცხალაძის ადვოკატი არ ვარ და მას არ სჭირდება ჩემი ადვოკატობა, მაგრამ როგორც მოქალაქეზე და გუნდის წევრზე ყოფილი და ყოფილი პროკურორი იყო 10 წლის წინ, მე ჩემ პოზიციას ვაფიქსირებ.
აუცილებელია, რომ ჩვენ ესე ბრმად არ მივიღოთ გადაწყვეტილება. გასაგებია ჩვენი პარტნიორის, რომელსაც ძალიან დიდ პატივს ვცემთ, მაგრამ ჩვენ მათთან გვაქვს დისკუსია და კომუნიკაცია.
მთავარი ჩემი წუხილი რაც მინდა გამოვხატო და გაკვირვება არის ის, რომ არასოდეს არ მოუმართავთ ფარცხალაძის შესახებ არც ერთ სამსახურს ამერიკის შეერთებული შტატების. მათ რომ გადაემოწმებინათ ფარცხალაძის საქმიანობა რუსეთში, ჩვენ ვიცოდით, რომ მას ბიზნეს საქმიანობა ჰქონდა, მაგრამ ისიც ვიცით, რომ ეხლა ფარცხალაძე ოლიგარქი არ არის და გავლენა არ აქვს საზოგადოებაზე, ეხლა მემგონი ეს დასამალი არ არის და ყველამ იცის.
როგორ არის ფარცხალაძე ოლიგარქი?! - თქვენ ეთანხმებით მაგ შეფასებას?! რანაირი ოლიგარქია ფარცხალაძე, კაცი წასულია 10 წელზე მეტია, აკეთებს ბიზნესს. მისი არჩევანია რატომ აიღო პასპორტი. ეს ყველა ადამიანის ინდივიდუალური არჩევანია. იმ პოლიტიკური ძალის განცხადებები, რომელთა ლიდერები არიან დღესაც რუსეთის მოქალაქეები, მაგალითად ბატონი კობა ნაყოფია - პარტიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, სააკაშვილის მარჯვენა ხელი, რუსეთის მოქალაქე, ბარონი გრიგოლ ვაშაძე, რომელიც იყო თქვენი პრეზიდენტობის კანდიდატი და ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, ომის შემდეგაც რომ არ დაუტოვებია რუსეთის მოქალაქეობა. თქვენ რა გაქვთ სალაპარაკო, ვიზე გაქვთ სალაპარაკო და როგორ ბედავთ საერთოდ ლაპარაკს?!
ქალბატონი ია გულიაშვილი რომ ყოფილიყო დასანქცირებული, ასევე დაგიცავდით თქვენ. ხვალ რომ დაგასანქციროთ თქვენ, ასევე დაგიცავთ", - განაცხადა პრემიერმა.