შაბათი, მაისი 24, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

TOP.GE
ვეტერანი ზვიად ხაჩიძე მკლავჭიდში მსოფლიო ჩემპიონი გახდა

29-09-2023

კუალა-ლუმპურში (მალაიზია) IFA -ს (მკლავჭიდის საერთაშორისო ფედერაცია) ეგიდით, ჩატარდა მსოფლიო ჩემპიონატი მკლავჭიდში, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ ვეტერანი და მოქმედი უძლიერესი სპორტსმენები მსოფლიოს 30 ქვეყნიდან.

 

საქართველოს ნაკრების წევრი, ომის ვეტერანი ზვიად ხაჩიძე, ჩემპიონატის გრანდ მასტერისა და ვეტერანის კატეგორიაში, მძიმე წონაში ასპარეზობდა. იგი გრანდ მასტერის კატეგორიაში ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა, ხოლო ვეტერან სპორტსმენებს შორის, ოქროს მედალს დაეუფლა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვა.

 

აღნიშნული ჩემპიონატი, ყოველწლიურად ტარდება. წელს, ასპარეზობამ სტარტი 25 სექტემბერს აიღო და 1 ოქტომრამდე გასტანს.

 

აღსანიშნავია, რომ ზვიად ხაჩიძემ, მიმდინარე წლის გაზაფხულზე, ფინეთში, ევროპის ჩემპიონატზეც წარმატებით იასპარეზა და ოქროს მედლით დაბრუნდა სამშობლოში.

 

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ულოცავს ევროპისა და ახლა უკვე, მსოფლიო ჩემპიონს, ზვიად ხაჩიძეს მორიგ წარმატებას და ვეტერან სპორტსმენს მომავალშიც გამარჯვებებს უსურვებს.