გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის მასშტაბური დეგუსტაცია ნიუ-იორკში გაიმართა

29-09-2023

ამერიკის შეერთებული შტატებში, ქალაქ ნიუ-იორკში, ქართული ღვინის მასშტაბური დეგუსტაცია ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი ამერიკული მარკეტინგული კომპანიის  „Colangelo&Partners” ორგანიზებით გაიმართა.


ღონისძიება მოიცავდა ქართული ღვინის დეგუსტაციას და მასტერკლასს და მას ღვინის სფეროში მოღვაწე 200-მდე  სტუმარი დაესწრო: იმპორტიორები, დისტრიბუტორები, ღვინის მწერლები, ნიუ-იორკის ცნობილი სომელიეები და ჟურნალისტები.


ღვინის პროფესიონალნებს შესაძლებლობა მიეცათ, გასცნობოდნენ 30-ზე მეტი ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიის სხვადასხვა დასახელების ღვინოს.

მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდას და ახალი სავაჭრო პარტნიორების მოძიებას ამერიკის შეერთებული შტატებში, რომელიც ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს  და სადაც განსაკუთრებით მაღალია ღვინის ხარისხის სტანდარტები და ქართული ღვინის საექსპორტო ფასი.


აშშ-ში ქართული ღვინის მარკეტინგულ კამპანიას „Colangelo & Partners“, ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან კონტრაქტის ფარგლებში, 2022 წლიდან ახორციელებს.„Colangelo & Partners“ ერთ-ერთი უმსხვილესი მარკეტინგული კომპანიაა, რომელიც  ამერიკის ბაზარზე 15 წელზე მეტია ოპერირებს.


მიმიდნარე წელს, ქართული ღვინის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, კომპანიის Colangelo & Partners ორგანიზებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში დაგეგმილი ქართული ღვინის მარკეტინგული კამპანია იმ სტრატეგიულ მიმართულებებს მოიცავს, რამაც უნდა უზრუნველყოს ქართული ღვინის ცნობადობის  და აშშ-ის ბაზარზე ქართული ღვინოზე მოთხოვნის გაზრდა.