გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ბოლნისის სასამართლომ არასრულწლოვანი შვილის ცემისთვის ბრალდებულს 1 წლიანი პატიმრობა შეეფარდა

6-09-2018

ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ არასრულწლოვანი შვილის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებულს 1 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ამის შესახებ პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, რომელსაც სიანფორმაციო პორტალი  region.ge  უცვლელად გთავაზობთ.
„ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არასრულწლოვანი შვილის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებული ა.ა. დამნაშავედ ცნო. 
სასამართლო პროცესზე დადასტურდა, რომ 2018 წლის 21 ივნისს, მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოში ა.ა.-მ არასრულწლოვან შვილს სახის არეში ორჯერ დაარტყა ხელი, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. 
სამართალდამცველებმა ა.ა. 2018 წლის 23 ივნისს ქ.მარნეულში დააკავეს. მარნეულის რაიონულმა პროკურატურამ მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ) წარუდგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. 
ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ ა.ა. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 1 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“- ნათქვამია განცხადებაში.