გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2024    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ნინო თანდილაშვილი სამხრეთ კავკასიაში EBRD-ის რეგიონულ დირექტორს შეხვდა

29-09-2023

ნარჩენების მართვის, კლიმატის ცვლილების შედეგად წარმოქმნილი გამოწვევებისა და სარწყავი სისტემის განვითარების საკითხებზე იმსჯელეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა და სამხრეთ კავკასიაში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ახალმა რეგიონულმა დირექტორმა, ალკის ვრიენიოს დრაკინოსიმ გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე; საუბარი ასევე შეეხო მხარეებს შორის სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს.

 

ნინო თანდილაშვილმა სამხრეთ კავკასიაში EBRD-ის ახალ რეგიონულ დირექტორს საქმიანობის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა.

 

„დიდი გამოცდილების მქონე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან სხვადასხვა მიმართულებით ნაყოფიერად ვთანამშრომლობთ. განსაკუთრებული ყურადღება მინდა გავამახვილო ნარჩენების მართვის კუთხით თანამშრომლობაზე.ჩვენ გვაქვს მიმდინარე პროექტი, რომელიც სახიფათო ნარჩენების მართვას უკავშირდება. აღნიშნული პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან, მოგეხსენებათ, რომ სახიფათო ნარჩენების მართვა კავშირშია საზოგადოების ჯანმრთელობასთან, გარემოს დაცვასთან, სოფლის მეურნეობის სექტორში მიმდინარე ღონისძიებებთან. აქედან გამომდინარე, უმნიშვნელოვანესია ქვეყანაში სახიფათო ნარჩენების ეფექტიანი მართვა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარება.

 

ჩვენს გუნდთან ერთადაქტიურად ვმუშაობთ; გვქონდა გარკვეული გამოწვევები, თუმცა ამ გამოწვევებთან გასამკლავებლად ყველაფერი გავაკეთეთ და დღეს პროცესი კარგად მიმდინარეობს. ერთი მხრივ, ეს არის ეროვნული საკითხი, მეორე მხრივ კი, მნიშვნელოვანია ევროინტეგრაციის გზაზე ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კუთხით. ღია ვართ ახალი შესაძლებლობების მისაღებად და პარტნიორობისთვის. იმედი გვაქვს, მომავალში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდება“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.

 

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ახალმა რეგიონულმა დირექტორმა ალკის ვრიენიოს დრაკინოსიმ საქართველოს მხარდაჭერა გამოუცხადა და განსაკუთრებული ყურადღება სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე გაამახვილა.

 

შეხვედრას EBRD-ის ასოცირებული დირექტორი თეა მელიქაძე და კლიმატის საკითხებში EBRD-ის რეგიონული ხელმძღვანელი კონსტანტინე კინწურაშვილი ესწრებოდნენ.