1-10-2023
ეს არის ახალი პროდუქტი საქმიანი (MICE) ტურიზმის ინდუსტრიისთვის. პროექტი მოიცავს კორპორატიული თიმბილდინგის მექანიზმისა და კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციის მეტად ეფექტურ კომბინაციას. ქართული ბაზრისთვის კი ეს არის პირველი პროდუქტი რომელიც უხვად იყენებს და აცოცხლებს საქართველოს მდიდარი არქეოლოგიის პოტენციალს ტურიზმის სფეროში - ამის შესახებ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
’"პროეტქის კონცეფცია კომპლექსურია და ერთდროულად მოიცავს კორპორატიული თიმბილდინგის მექანიზმისა და კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციის მეტად ეფექტურ კომბინაციას, რაც პრინციპში ხელს უწყობს ქართული კომპანიების განვითარება-გაძლიერებასა და კულტურული მემკვიდრეობის ცნობადობის გაზრდის ტრენდულობის დამკვიდრებას. ამასთანავე ტექნიკურად თავისი მრავალშრიანი სტრუქტურით ეს პროდუქტი მასშტაბური და კომპლექსურია და სამი ეტაპისგან შედგება: პირველი ეტაპი მოიცავს ონლაინ-თამაშსს კომპანიებისთვის, რომლისთვისაც შევქმენით სპეციალური ონლაინ-თამაშის პლატფორმა. მე-2-ეტაპი უშუალოდ მთავარ ლოკაციაზე - პეტრას ისტორიულ-არქეოლოგიულ კომპლექსზე გრძელდება და მასში მონაწილეობენ პირველ ეტაპში გამარჯვებული გუნდები სხვადასხვა კომპანიებიდან და სამდღიანია. საბოლოო - დასკვნითი ეტაპი წლის ბოლოს გაიმართება და მასში გამარჯვებული გუნდები - ანუ “პეტრას რჩეულები” მიიღებენ მონაწილეობას სამაგიდო თამაშსა და გრანდიოზულ გალა მიღებაზე"-ნათქვამია ინფორმაციაში.