გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

კახა ოქრიაშვილი: ასეთი სუს-ის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა?

2-10-2023

დღეს დილიდან მთელი საქართველო ხუმრობის ხასიათზე დადგა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გამოქვეყნებული „ფარული ჩანაწერების“ გამო, რომლის მიხედვითაც, თითქოს, ვიღაც ადამიანები სახელმწიფო გადატრიალებას აწყობენ - ამის შესახებ პარტია "პროგრესი და ტავისუფლება"-ს ლიდერმა, კახა ოქრიაშვილმა განაცხადა.

 

"კადრში ჩანს ადამიანი, რომელსაც ხელში მიკროფონი უჭირავს და დარბაზში მსხდომ სხვა უამრავ ადამიანთან ინტერაქციულდისკუსიას აწარმოებს. ყველაფერი გამიგია, მაგრამ ლექციაზე მიკროფონით გამოცხადებული რევოლუცია არ გამიგია! ეს ყველაფერი, ერთი შეხედვით, სასაცილოა, სინამდვილეში კი სულაც არა, რადგან დასკვნა ერთია - ასეთი უსაფრთხოების სამსახურის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა?

 

და მაინც ... იუმორში გავატაროთ, სხვა რა დაგვრჩენია" - განაცხადა ოქრიაშვილმა.