გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

მაია სამუნაშვილი: დღგ-ს ავტომატური დაბრუნების  რეფორმის  შედეგად, მილიონ ლარზე მეტი დავიბრუნეთ , რომელსაც  ისევ ჰესის მშენებლობაზე მივმართავთ  

6-09-2018


შპს „ენერგო ინვესტის“ ფინანსური დირექტორი მაია სამუნაშვილი დღგ-ს დაბრუნების რეფორმას ეხმიანება.

მისი თქმით, დღგ-ავტომატური დაბრუნების  რეფორმის  შედეგად, მილიონ ლარზე მეტის დაბრუნება მოხდა, რომელიც  ისევ ჰესის მშენებლობაზე იქნება მიმართული.

 

„ჩვენს კომპანიას უკვე ჰქონდა შეხება დღგ-ს დაბრუნების პროგრამასთან, გამოვიყენეთ ეს აქტივი და საკმაოდ ეფექტიანად. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, ამ თანხის დაბრუნება, რადგანაც ინვესტიციის უკან ჩაბრუნება და თანხების მობილიზება ხდება, რის შედეგადაც ბიზნესი ფართოვდება და  განვითარების მეტი საშუალება ეძლევა. ასე რომ, ვეთანხმები მთავრობის ამ ინიციატივას და ძალიან მომწონს აღნიშნული ცვლილება.  ეს ჩვენთვისაც სიახლე იყო და ძალიან ეფექტიანად ვიმუშავეთ.  პირველ რიგში პრემიერ მინისტრს მადლობა ამ ინიციატივისთვის, თვითონ შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებიც ძალიან კომპეტენტურები არიან, ვისთანაც მოგვიწია მუშაობა. ძალიან დროულად და ძალიან ყურადღებით ეკოდებიან ამ საკითხს „- განაცხადა მაია სამუნაშვილმა.

 

 

 

მისივე თქმით კომპანიამ უკვე მილიონ ლარზე მეტი დაიბრუნა  რამდენიმე თვის განმავლობაში, რომელიც ისევ ჰესის მშენებლობაზე იქნება მიმართული.

 

,,კომპანიებმა აუცილებლად უნდა გამოიყენონ ეს შესაძლებლობა.  არამარტო ცალკე აღებული კომპანიების, არამედ, ზოგადად ეკონომიკისთვის განვითარებისთვის, ეკონომიკური ზრდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და  მისასალმებელი ინიციატივაა და თუ ასე გაგრძელდება, ნდობაც მეტი იქნება და ყველა კომპანია ჩაერთვება ამ პროექტში“,- აღნიშნა ,, ენერგო ინვესტის“ ფინანსურმა დირექტორმა.