გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ონის სოფელ წოლაში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

3-10-2023

ონის მუნიციპალიტეტში, ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები კიდევ ერთ ლოკაციაზე - სოფელ წოლაში მიმდინარეობს.

 

მონიტორინგის მიზნით, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის პროცესს, ონის მუნიციპალიტეტის მერი - სერგი ხიდეშელი, მოადგილეებთან და საკრებულოს თავმჯდომარე - ბაჩანა მარკოიშვილთან ერთად, სამუშაო შეხვედრის ფორმატში ადგილზე გაეცნო.

 

პროექტისპ ირველ ეტაპზე სოფელ წმენდაურის გადასახვევიდან, სოფელ წოლის მიმართულებით 1 კილომეტრამდე საგზაო ინფრასტრუქტურის სრული რეაბილიტაცია მოხდება, ასფალტო-ბეტონის საფარის და სანიაღვრე არხებისმ ოწყობის გათვალისწინებით, პროექტი გარდამავალია და მე-2 ეტაპის განხორციელება მომავალ წელს იგეგმება.

 

სამუშაოების ღირებულება 359 940 ლარს შეადგენს. პროექტი ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.

უნდა აღინიშნოს, რომ მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში ეტაპობრივად მოხდება საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება.