4-12-2017
წყალტუბოს სოფელ მაღლაკში გაჩენილი ხანძრის შედეგად, ადგილობრივი მცხოვრების საცხოვრებელი სახლი დაიწვა. შემთხვევა 3 დეკემბერს მოხდა. ხანძრის შედეგად ძიძიგურების სახლი სრულად დაიწვა.
მოგვიანებით, იმავე სოფლში ცეცხლი მოედო ბუჩქებს და შემდეგ ორ ჰექტარ ტერიტორიაზე გავრცელდა.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლები. ხანძრის ლოკალიზება მეხანძრეებმა მალევე მოახერხეს.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტი დაზარალებულ ოჯახს ხის მასალითა და 2000 ლარით დაეხმარება.
წყარო:"ქუთაისიპოსტი"