გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ნინო მჭედლიშვილი: დღგ-ს დაბრუნების პროცესები საკმაოდ გამარტივებულია, რაც ჩვენს ფერმას საშუალებას აძლევს მაქსიმალურად მოკლე ვადაში დაიბრუნოს თანხა

6-09-2018

სოფლის მეურნეობის სფეროში მოღვაწე კომპანია „ყვარლის ბაგას“ ფინანსური დირექტორი ნინო მჭედლიშვილი ბიზნესისთვის დღგ-ს ავტომატური დაბრუნების სისტემის მნიშვნელობაზე საუბრობს. მისი თქმით აღნიშნული ინიციატივა დადებითი შედეგების მომტანი იქნება ბიზნესისათვის.



„ყვარლის ბაგა არის რძის მწარმოებელი კომპანია. საქართველოს კანონმდებლობით გათავისუფლებულია დამატებული ღირებულების გადასახადისგან, რაც კომპანიას საშუალებას აძლევს დააგროვოს საგადასახადო აქტივი. იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი ფერმა ჯერ კიდევ იმყოფება საინვესტიციო ფაზაში, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია დღგ-ს დაბრუნება მოხდეს შეუფერხებლად. ამ ეტაპზე დღგ-ს დაბრუნების პროცესები საკმაოდ გამარტივებულია, რაც ჩვენს ფერმას საშუალებას აძლევს მაქსიმალურად მოკლე ვადაში დაიბრუნოს თანხა. ეს ყველაფერი გვაძლევს საშუალებას გვაძლევს მოვახდინოთ მობრუნებული ფინანსების რეინვესტირება“ - განაცხადა ნინო მჭედლიშვილმა.



პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით დღგ-ს ავტომატურ რეჟიმში უკან დაბრუნებისrრეფორმით უკვე 280 მილიონი ლარია დაბრუნებული. სახელმწიფოს მიზანია, რომ მიმდინარე წელს ნახევარ მილიარდ ლარამდე დაბრუნება მოხდეს ქართული კომპანიებისთვის. პრემიერი მოუწოდებს მეწარმეებს და ქართულ კომპანიებს - უფრო აქტიურად ჩაერთონ პროცესში და შეავსონ განაცხადები.