გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

გურამ მაჭარაშვილი: რადიკალური ოპოზიციის მიზანი არ არის მშვიდობიანი აქციები; ამიტომ, ბუნებრივია, რომ პოლიციელი იქნება თუ საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე, სახელმწიფომ უნდა დაიცვას

3-10-2023

"ჩვენ კი ვიცით, რატომ წუხს ამაზე რადიკალური ოპოზიცია და ეს საზოგადოებასაც აუხსნა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა," - ასე გამოეხმაურა მედიასთან საუბრისას "ხალხის ძალის" ერთ-ერთი ლიდერი გურამ მაჭარაშვილი შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს.

 

მაჭარაშვილის თქმით, რადიკალური ოპოზიცია იმიტომ წუხს ამ საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომ მათ გეგმებში მშვიდობიანი მანიფესტაციები არ შედის.

 

"ნებისმიერი ასეთი ტიპის ცვლილება, რომელიც სახელმწიფოს უსაფრთხოებასა და საქართველოს მოქალაქეების დაცვას უზრუნველყოფს, მათ შორის, მანიფესტაციების დროს, სწორედ დემოკრატიულ პროცესებს ემსახურება. ჩვენ კი ვიცით, რატომ წუხს ამაზე რადიკალური ოპოზიცია და ეს საზოგადოებასაც აუხსნა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა - რადიკალური ოპოზიციის მიზანი არ არის მშვიდობიანი აქციები. ამიტომ, ბუნებრივია, რომ პოლიციელი იქნება თუ საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე, სახელმწიფომ უნდა დაიცვას“ - განაცხადა მაჭარაშვილმა.