გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

თამარ ჩიბურდანიძე: ჩუგოშვილმა პრეზიდენტის სიტყვების ციტირებით ფაქტობრივად თავად გამოუტანა განაჩენი პრეზიდენტს - კონსტიტუციის დარღვევა!

3-10-2023

„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი თამარ ჩიბურდანიძე საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომას და პრეზიდენტის იმპიჩმენტის წარდგინების განხილვას განცხადებით ეხმაურება.

 

როგორც თამარ ჩიბურდანიძე წერს, პრეზიდენტის წარმომადგენლებმა განხილვაზე თავადვე აღიარეს, რომ სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუცია დაარღვია.

  

„ირაკლი კობახიძემ უფასო მასტერ-კლასი ჩაატარა კონსტიტუციაზე. არც ერთი სიტყვა პოლიტიკაზე, მხოლოდ სამართლებრივი ენა, კონსტიტუციის ველიდან არ გასულა, განსხვავებით პრეზიდენტის წარმომადგენლებისგან, რომლებიც პოლიტიკურ ჭრილში ცდილობდნენ აეხსნათ პრეზიდენტის ქმედება.

 

ცნობისთვის, თამარ ჩუგოშვილი იმავე კონსტიტუციაზე მუშაობდა, რასაც ამდენი ხანია ირაკლი კობახიძე უხსნიდა დეტალურად.

 

საკონსტიტუციო სასამართლოზე პრეზიდენტის წარმომადგენელმა მაია კოპალეიშვილმა თქვა: „ეს არ იყო წარმომადგენლობითი ვიზიტი და ამიტომ არ სჭირდებოდა მთავრობის ნებართვა“.

 

ვსვამ კითხვას, თუ არ სჭირდებოდა მთავრობის ნებართვა, მაშინ რატომ მიმართა ნებართვისთვის პრეზიდენტმა მთავრობას? კონსტიტუციის ეს მუხლი არ იცოდა? რა თქმა უნდა, იცოდა.

 

კიდევ ერთი ლაფსუსი, თამარ ჩუგოშვილი კითხულობს პრეზიდენტის ინტერვიუდან ამონარიდს ევროპაში ვიზიტის დროს: „აქ ჩამოსვლისთვის ფორმალურად არ ვარ ავტორიზებული, მაგრამ ...“

განვმარტოთ ეს სიტყვები:

ფორმალურად, ანუ - კანონიერად!

ავტორიზებული, ანუ - ნებადართული!

 

ჩუგოშვილმა პრეზიდენტის სიტყვების ციტირებით ფაქტობრივად თავად გამოუტანა განაჩენი პრეზიდენტს - კონსტიტუციის დარღვევა!“, - წერს თამარ ჩიბურდანიძე.