გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

სექტემბერში ინფლაციის დონემ 0,6% შეადგინა

3-10-2023

მიმდინარე წლის სექტემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.6 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 0.7 პროცენტი შეადგინა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2023 წლის სექტემბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.6 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 2.5 პროცენტით განისაზღვრა.

 

ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები გაიზარდა 2.6 პროცენტით, რაც 0.31 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები გაიზარდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (4.4 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა სატრანსპორტო მომსახურებაზე (-1.0 პროცენტი); განათლება: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 5.5 პროცენტიანი მატება, რაც 0.24 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინფლაციაზე. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: საშუალო განათლება (9.3 პროცენტი), სკოლამდელი და დაწყებითი განათლება (5.9 პროცენტი) და დონით განუსაზღვრელი განათლება (4.2 პროცენტი); ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 0.7 პროცენტიანი მატება, რაც 0.07 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინფლაციაზე. ფასები, ძირითადად, გაიზარდა საავადმყოფოების მომსახურებაზე (2.5 პროცენტი).

 

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში ფასები მომატებულია 5.1 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინფლაციაში 0.54 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (11.7 პროცენტი), ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე (11.4 პროცენტი); სხვადასხვა საქონელი და მომსახურება: ჯგუფში ფასები გაიზარდა 10.0 პროცენტით, რაც 0.53 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინდექსზე. ფასები, უმეტესწილად, მომატებულია ქვეჯგუფებზე: საფინანსო მომსახურება (27.9 პროცენტი) და პირადი ჰიგიენა (5.7 პროცენტი); ალკოჰოლური სასმელები, თამბაქოს ჯგუფში ფასები გაიზარდა 5.6 პროცენტით, რაც 0.38 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები მომატებულია როგორც ალკოჰოლური სასმელების (6.0 პროცენტი), ისე თამბაქოს ნაწარმის (5.3 პროცენტი) ქვეჯგუფებზე; ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 4.7 პროცენტიანი კლება, რაც -0.47 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინდექსზე. ფასები შემცირდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის ქვეჯგუფზე (-14.1 პროცენტი). ამასთან, ფასები გაიზარდა ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე (11.7 პროცენტი) და საავადმყოფოების მომსახურებაზე (8.9 პროცენტი); ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები შემცირდა 4.3 პროცენტით, რაც -0.47 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები შემცირებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (-8.0 პროცენტი). ამასთან, ფასები გაზრდილია სატრანსპორტო მომსახურებაზე (3.5 პროცენტი) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (1.8 პროცენტი).