6-09-2018
რუსთავი - წითელი ხიდის მაგისტრალზე მომხდარი ავარიის შედეგად 11 ადამიანი დაშავდა.
შემთხვევისას ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მიკროავტობუსს შეეჯახა, რომელსაც რუსთავისკენ მგზავრები გადაჰყავდა.
დაზარალებულები რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.
„11 პაციენტია ჩვენთან გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტში. მათგან ერთს, აზერბაიჯანის მოქალაქეს ბარძაყის მოტეხილობა აქვს. ერთ ქალბატონს აქვს წინა მხარის მოტეხილობა, მაგრამ ჯერ-ჯერობით კვლევის ფაზაში ვართ. კრიტიკული მდგომარეობა და მძიმე შემთხვევა ამ ეტაპზე გამოხატული არ არის,“ - აცხადებს რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი, პაპუნა ბახტაძე.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.