გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ირაკლი კობახიძე თამარ ჩუგოშვილს: ერთი წინადადება ახსენეთ, რომელიც იყო სატელევიზიო ან ლექცია, ეს არის შეურაცხმყოფელი

4-10-2023

ერთი წინადადება ახსენეთ, რომელიც იყო სატელევიზიო ან ლექცია, ეს არის შეურაცხმყოფელი და არ შეიძლება, - ასე მიმართა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტის წარმომადგენელ თამარ ჩუგოშვილს, საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურის განხილვის დროს.

 

კობახიძის პასუხი მოჰყვა ჩუგოშვილის რეპლიკას იმის შესახებ, რომ სამი საათის მანძილზე მმართველი პარტიის თავმჯდომარე ლექციებს კითხულობდა და სატელევიზიო მესიჯებს აჟღერებდა.

 

„პოლიტიკოსი რომ იყო, კიდევ გეპატიება. არც პოლიტიკოსი ხარ და არც არაფერი. საკონსტიტუციო კომისიის მდივანი იყავი და ერთ სამუშაო შეხვედრას არ დასწრებიხარ. სირცხვილია მართლა, ღირსების ამბავია ეს ყველაფერი“ - მიმართა ირაკლი კობახიძემ თამარ ჩუგოშვილს.