გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ბათუმის სასამართლომ სასამართლომ მეუღლის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო

6-09-2018

ბათუმის საქალაქო სასამართლომ მეუღლის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახედ და ზომად 1 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, საიდანაც 6 თვეს პენიტენციურ დაწესებულებაში მოიხდის, ხოლო 6 თვე ჩაეთვალა პირობით 1 წლის გამოსაცდელი ვადით.

ამის შესახებ პროკურატურა განცხადებას ავრცელებს, რომელსაც საინფორმაციო პორტალი region.ge უცვლელად გთავაზობთ.

„ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მეუღლის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებული ი.მ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 18 ივნისს, დაახლოებით 19:00 საათზე, ქ.ბათუმში, ი.მ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, სახის არეში ხელის დარტყმით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ თ.ვ.-ს, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. 

სამართალდამცველებმა ი.მ. 2018 წლის 23 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახში ძალადობა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. 

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ი.მ. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 1 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, საიდანაც 6 თვეს პენიტენციურ დაწესებულებაში მოიხდის, ხოლო 6 თვე ჩაეთვალა პირობით 1 წლის გამოსაცდელი ვადით“- ნათქვამია განცახდებაში.