გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ლევან დავითაშვილი: საქართველოში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სექტორის განვითარებისთვის ბევრი გეგმა და ამოცანა გვაქვს

4-10-2023

ბევრი გეგმა და ამოცანა გვაქვს, რომ ხელი შევუწყოთ საქართველოში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სექტორის განვითარებას, ვინაიდან ამ სექტორში დიდი პოტენციალი და პერსპექტივა გვაქვს, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის" ფორმატში გამოსვლისას.


მისივე თქმით, ეს ყველაფერი კონკრეტული პროექტების სახით რეალიზდება.


როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, ინოვაციების საგრანტო პროგრამების ფარგლებში, დღემდე დაფინანსებულია გლობალური მასშტაბის პოტენციალის მქონე 200-ზე მეტი ინოვაციური სტარტაპი. საგრანტო დაფინანსების ოდენობა შეადგენს 35 მილიონ ლარს, რომლის შედეგადაც ბენეფიციარებმა დააგენერირეს 120 მილიონი ლარის ოდენობის შემოსავალი, მოიზიდეს 300 მილიონ ლარამდე კერძო ინვესტიცია და შექმნეს 3,000-მდე ახალი სამუშაო ადგილი.

„2023 წლიდან დაინერგა ახალი პროგრამა „ინოვაციური გრანტები რეგიონებისთვის," რომლის ფარგლებშიც, ყოველწლიურად, საქართველოს თერთმეტ რეგიონში დაფინანსდება 40 სტარტაპი. 2023 წლის სექტემბრის მდგომარეობით, უკვე დაფინანსებულია 21 სტარტაპი და წლის ბოლომდე, ჯამურად კიდევ 19 სტარტაპი დაფინანსდება სამცხე-ჯავახეთის, შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, კახეთისა და ქვემო-ქართლის რეგიონებში", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.


ამასთან, ეკონომიკის მინისტრის თქმით, მთავრობის ინიციატივით, წელს დამატებით 5,000 IT სპეციალისტის მომზადება დაიწყება, რომლებიც აღნიშნული მიმართულებით განათლებას საბაზისო საფეხურიდან მიიღებენ.


როგორც ლევან დავითაშვილმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, მიმდინარე წელს პრე-აქსელერაციის პროგრამის ფარგლებში გადამზადებულია 130-მდე ბენეფიციარი სამეგრელოს, სვანეთისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონებში. მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, ბოლო 2 წლის განმავლობაში კი, საერთაშორისო სერტიფიცირებისთვის გადამზადდა 3,000-ზე მეტი IT სპეციალისტი, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით კი მათი რაოდენობა 4,000-მდე გაიზრდება.

აღსანიშნავია, რომ „500" აქსელერაციის პროგრამის შედეგად, 2022 წელს, საქართველოში შეიქმნა პირველი კერძო ვენჩერული ფონდი 20 მლნ. დოლარის კაპიტალით. აღნიშნული ფონდის მიერ, 12 სტარტაპში განხორციელებული ინვესტიციის მოცულობამ 1.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.


„ამ ეტაპისთვის 90-მდე საერთაშორისო IT კომპანია ოპერირებს საქართველოში, მათ შორის, ისეთი მსხვილი საერთაშორისო კომპანიები, როგორიც არის Rakuten (Viber), Epam, Lineate, Exadel და სხვა. ეს კომპანიები საქართველოში მნიშვნელოვან ინვესტიციებს ახორციელებენ, ქმნიან მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებს, ასაქმებენ ათასობით ჩვენს მოქალაქეს, ხელს უწყობენ IT ტალანტების შემოდინებას და გზას უხსნიან სხვა კომპანიების შემოსვლას ქვეყანაში. ეს ყველაფერი კი იმაზე მეტყველებს, რომ საქართველო სწრაფად და წარმატებულად ჩნდება გლობალური ინოვაციების რუკაზე", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.