5-10-2023
"ბუნებრივია, ადეიშვილის კადრისგან სხვა მოლოდინი არც გვქონია, პროფესიონალიზმი მათთვის მხოლოდ პოლიტიკური განმარტებაა," - ამის შესახებ "ხალხის ძალის" ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე წერს.
მისი თქმით, პრეზიდენტმა საბოლოოდ სააშკარაოზე გამოიტანა საკუთარი არჩევანი - რადიკალური ოპოზიცია.
"შეუძლებელია არ გამოვეხმაურო საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე უმნიშვნელოვანეს პროცესს, რომელიც უკვე სამი დღეა მიმდინარეობს. მოსახლეობას საშუალება აქვს პირდაპირ ეთერში თვალყური ადევნოს პროცესს და თავად გამოიტანოს გადაწყვეტილება.
იმდენად მარტივად გასაგები და დასანახია რეალობა, რომ არ მეგულება თუნდაც ერთი ნორმალურად მოაზროვნე ადამიანი, ვინც ვერ დაინახა პრეზიდენტის მხარის უარგუმენტო თავის მართლება.
აღარაფერს ვიტყვი ირაკლი კობახიძის უმაღლეს პროფესიონალიზმზე, რომელიც ასევე ხილულია ყველასთვის. მსურს მხოლოდ პრეზიდენტის იმ ორ წარმომადგენელს შევეხო, რომლებიც სამი დღეა იტანჯებიან საკონსტიტუციო სასამართლოში. ბუნებრივია, ადეიშვილის კადრისგან სხვა მოლოდინი არც გვქონია, პროფესიონალიზმი მათთვის მხოლოდ პოლიტიკური განმარტებაა. ფაქტია, პრეზიდენტი იმდენად ჩაეფლო ნაცმოძრაობის მორევში, რომ ასე სააშკარაოზე გამოიტანა მისი პოლიტიკური არჩევანი - რადიკალური ოპოზიცია, რომელიც მხოლოდ მტრობს ქვეყანას.
რა გადაწყვეტილებას გამოიტანს საკონსტიტუციო სასამართლო, ჯერ არ ვიცით, თუმცა, კობახიძის სამდღიანი გამანადგურებელი რაუნდისგან შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ პროფესიონალებსა და არაპროფესიონალებს შორის შერკინება უკვე პარლამენტში გაგრძელდება," - წერს ხუნდაძე.