გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ოთარ შამუგია ქალაქ კლერმონ-ფერანში, საფრანგეთის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდა

5-10-2023

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, საფრანგეთში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში, ქ. კლერმონ-ფერანში მიმდინარე უმსხვილეს მეცხოველეობის გამოფენაზე - Sommet De L’elevage საფრანგეთის განვითარების სააგენტოს სოფლის მეურნეობისა და ბიომრავალფეროვნების მიმართულების ხელმძღვანელს, ვინსენტ ტანგის შეხვდა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე ყურადღება საფრანგეთის განვითარების სააგენტოს მიერ განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე გამახვილდა.


აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს შორის თანამშრომლობის პროგრამის პრიორიტეტულ მიმართულებებად განსაზღვრულია მელიორაცია და მიწის მართვა. პროგრამა ითვალისწინებს ზემო სამგორის (ირიგაცია) პროექტს. როგორც მინისტრმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია ინიცირებული ახალი პროექტის განხორციელება დროულად მოხდეს.


„ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ საერთაშორისო სტანდარტების, ევროპული მართვის სისტემების დანერგვის საკითხებზე. ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა და საუკეთესო პრაქტიკების გაზიარება არის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი დასახული მიზნების მისაღწევად. მადლობას ვუხდი ყველა საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციას, მათ შორის, საფრანგეთის განვითარების სააგენტოს მრავალწლიანი წარმატებული და დაგეგმილი სამომავლო თანამშრომლობისთვის", - განაცხადა ოთარ შამუგიამ.


საფრანგეთის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებთან შეხვედრას საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთის რესპუბლიკაში, გოჩა ჯავახიშვილი ესწრებოდა.